მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ” კანონში ცვლილება შევიდა – ნახეთ, დეტალები

მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ” კანონში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გასაცემი მიკროკრედიტების მაქსიმალურ ლიმიტი 100 ათასი ლარიდან 200 ათას ლარამდე გაიზარდა.
კანონში შეტანილი ცვლილებებით, საქართველოს ეროვნულ ბანკს ენიჭება უფლებამოსილება, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის ნორმატიული აქტით განსაზღვროს მიკროკრედიტის შესახებ დამატებითი მოთხოვნები.
კერძოდ, უზრუნველყოს მიკროსაფინანსო სექტორის ზედმეტი რისკებისგან დაცვა . მიღებული ცვლილებით მცირე და საშუალო ბიზნესს მიეცემა შესაძლებლობა უფრო დიდი მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდონ და გააფართოონ თავიანთი საქმიანობა.
კანონპროექტის ავტორები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ეროვნული ბანკი არიან, ხოლო ინიციატორი – საქართველოს მთავრობა.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი