მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გასაცემი მიკროკრედიტების მაქსიმალურ ლიმიტი 100 000-დან 200 000 ლარამდე გაიზარდა

მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ” კანონში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გასაცემი მიკროკრედიტების მაქსიმალურ ლიმიტი 100 000-დან 200 000 ლარამდე გაიზარდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კანონში შეტანილი ცვლილებებით, საქართველოს ეროვნულ ბანკს ენიჭება უფლებამოსილება, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის ნორმატიული აქტით განსაზღვროს მიკროკრედიტის შესახებ დამატებითი მოთხოვნები. ამასთან, უზრუნველყოს მიკროსაფინანსო სექტორის ზედმეტი რისკებისგან დაცვა, რაც მათი უსაფრთხო საქმიანობის წინაპირობა იქნება.
მათივე ცნობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა ახალი პროდუქტები და მომსახურებები შესთავაზონ თავიანთ მომხმარებლებს. მცირე და საშუალო ბიზნესს კი მიეცემა შესაძლებლობა უფრო დიდი მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდონ და გააფართოონ თავიანთი საქმიანობა, რაც ეკონომიკურ ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.
ამასთან, აღნიშნავენ, რომ საქართველოს პარლამენტმა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით უკვე დაამტკიცა.
კანონპროექტის ავტორები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ეროვნული ბანკი არიან, ხოლო ინიციატორი – საქართველოს მთავრობა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას