„მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გლობალ კრედიტი“ ეროვნულმა ბანკმა 37 000 ლარით დააჯარიმა

შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გლობალ კრედიტი“ ეროვნულმა ბანკმა 37 000 ლარით დააჯარიმა.
მისო სებ-მა რამდენიმე გადაცდომის გამო დააჯარიმა, მათ შორის არასწორი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის, მოთხოვნების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობის, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო.
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პერიოდში არასწორი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის 2 (ორი) შემთხვევის გამო – „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდა – 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე – სულ – 4,000 (ოთხი ათასი) ლარი;
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 25 თებერვლის N164-1კ განკარგულების საფუძველზე განხორციელებული შემოწმების შედეგად წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობის -1 (ერთი) ფაქტის გამო – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდა – 7,000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევის გამო, საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე–3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდა – 20,000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.
შესამოწმებელ პერიოდში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ 1 (ერთი) კლიენტთან მიმართებით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, კერძოდ არ არის დადგენილი საქმიანი ურთიერთობის მიზანი და განზრახული ხასიათი, რაც „მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას – 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ – 2,000 (ორი ათასი)ლარი.
შესამოწმებელ პერიოდში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ 2 (ორი) კლიენტთან მიმართებით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, კლიენტის საქმიანობის არსის დაუდგენლობა, რაც „მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას – 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე სულ – 4,000 (ოთხი ათასი) ლარი.
საერთო ჯამში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდა – 37,000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარის ოდენობით“, – ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.