მიკროსაფინანსოების სესხების ნახევარზე მეტი სალომბარდე კრედიტებია – რა შედეგით დახურა სექტორმა 2024 წელი?

2024 წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 133.6 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს და თითქმის 2 მლრდ ლარის სესხები გასცეს.
მისო-ების წმინდა მოგება წლიურ ჭრილში 8,2 მლნ ლარით, ანუ 6.6%-ით გაიზარდა და 133.6 მლნ-ს გადააჭარბა.
გარდა ამისა, წლიურად მისო-ების საკრედიტო პორტფელი 267 მლნ ლარით გაიზარდა და 1.970 მლრდ ლარს გადააჭარბა. უდიდესი წილი – 1.95 მლრდ ლარი ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე მოდის. ტრადიციულად 2024 წელს სესხების ნახევარზე მეტი – 1.1 მლრდ ლარი სალომბარდე სესხებს უჭირავს.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელი (2024 წელი):
· ლომბარდი – 1.101 მლრდ ლარი
· სამომხმარებლო სესხები- 509.5 მლნ ლარი
· ვაჭრობა/ მომსახურება – 176.9 მლნ ლარი
· სოფლის მეურნეობა – 119.1 მლნ ლარი
· იურიდიული პირები – 19.7 მლნ
ცნობისთვის, 2024 წლის ბოლოს საქართველოში 31 მიკროსაფინანსო ფუნქციონირებდა, რომელთაგან ორი, 2025 წელს მიკრობანკი გახდა.