მიკროსაფინანსოების მიმართ ხუთ თვეში 347 საჩივარი დაიწერა – რაზე ჩივიან მომხმარებლები

2024 წლის იანვარ-მაისში, მომხმარებელთა მხრიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წინააღმდეგ ჯამში 347 საჩივარი დაიწერა.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის მაისში დაფიქსირებული საჩივრებიდან 47 სალომბარდე სესხებზე მოდის, 5 მომენტალურ განვადებაზე, 4 – ავტოსესხზე, 2 სამომხმარებლო სესხებზე.
პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, წელს მაისში შესული საჩივრებიდან 22 – ადმინისტრაციულ მომსახურებაზე მოდის, 21 ჯარიმებსა და ვადაგადაცილებულ საკომისიოებზე, 6 სხვა გადასახდელებზე, 5 ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებულ პრეტენზიებზე, 3 – თანამშრომლის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაციაზე, 1 – ტრანზაქციებზე.
2024 წლის მაისში დაფიქსირებული 63 საჩივრიდან – 25 უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, 15 საფუძვლიანად და გადაწყდა მომხმარებლის სასარგებლოდ, 23 შემთხვევაში საჩივართან დაკავშირებით განხილვა არ არის დასრულებული.