მიკრობანკმა “ემბისიმ” 21.3 მილიონი ლარის მოცულობის 2-წლიანი ობლიგაციები განათავსა, რომლის ერთ-ერთი ინვესტორი საქართველოს საპენსიო ფონდია.
როგორც BM.GE-ს საპენსიო ფონდში განუცხადეს, “ემბისის” ობლიგაციებში 4 მილიონი ლარი ჩაიდო, რაც მთლიანი ემისიის 20%-ია.
“ემბისის” ემისია “თიბისი კაპიტალის” მხარდაჭერით, „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოხდა და 60 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამის პირველი ტრანშია. “თიბისი კაპიტალის” ინფორმაციით, ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი TIBR 3M+4.0%-ით განისაზღვრა.
