მიკრობანკი ემბისი ფულის გლობალური კვირეულის კამპანიაში ერთვება

მიკრობანკი ემბისი ფულის გლობალური კვირეულის აღნიშვნას უერთდება და ტრადიციულად, მონაწილეობასმიიღებს საქართველოს ეროვნული ბანკისა და საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუს დაგეგმილაქტივობებში.ფინანსური განათლების მხარდაჭერის ინიციატივებს ემბისი უკვე მრავალი წელია ახორციელებს.ახალგაზრდებში ფინანსური განათლების ხელშეწყობა კი კომპანიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტსწარმოადგენს.ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში, ემბისის წარმომადგენლები სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებსშეხვდებიან და მათთან ერთად სახალისო და შემეცნებით ფორმატში ისაუბრებენ ფულის დაზოგვისმნიშვნელობაზე, გონივრული ხარჯვის პრინციპებზე, ფინანსური გადაწყვეტილებების სწორად მიღებასა დადანაზოგების უსაფრთხოებაზე.ფულის გლობალური კვირეული საქართველოში ეროვნული ბანკისა და საგანმანათლებლო პლატფორმაფინედუს ინიციატივით უკვე 16 წელია ტარდება. აქტივობის მიზანია ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსურიცნობიერების ამაღლება, დაზოგვის კულტურის წახალისება და პასუხისმგებლიანი ფინანსური ქცევისფორმირება.ფულის გლობალური კვირეულის აღნიშვნაში ემბისი უკვე მე-5 წელია მონაწილეობს. კომპანიის დესპანები ამხნის განმავლობაში 40-მდე სკოლის 1200-ზე მეტ მოსწავლეს შეხვდნენ.