“მიიღო კბილებში” – ვატო შაქარაშვილი აღიარებს ჟურნალისტზე ფიზიკურ თავდასხმას

“ქართულ ოცნებასთან” აფილირებული მოძრაობის, ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ვატო შაქარიშვილი აღიარებს, რომ თავს დაესხა მთავარი არხის ჟურნალისტს, გიორგი მამნიაშვილს.
“ქაშუეთიდან ლოცვიდან გამოსულს ტელეფონმომარჯვებული მანქურთი შემოგვხვდა მონა-მონას ძახილით და მიიღო კბილებში… იყოს ჭკუის სასწავლებელი, რომ აღარავის გაუბედოთ მსგავსი! ჩვენ არავის თავს არ ვესხმით, მეტიც ზედმეტად ბევრს ვითმენთ!!! იცოდეთ, რომ შეურაცხყოფაზე რეაქცია აუცილებლად გვექნება!”, – დაწერა შაქარაშვილმა სოციალურ ქსელში.
იქამდე თავად ჟურნალისტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავს დაესხნენ შაქარიშვილი და გოგა ხაინდრავა. მას უკვე აღმოუჩინეს სასწრაფო დახმარება. ცნობილია, რომ აქვს მცირე დაჟეჟილობა. ამ დროისთვის მამნიაშვილი ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში, გამოკითხვაზე იმყოფება.
დამატებითი დეტალები, ამ ეტაპზე უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – ივანიშვილს ჩინოვნიკების ბედი საერთოდ არ აინტერესებს, მას მხოლოდ საკუთარი კაპიტალი და უსაფრთხოება აღელვებს – დაფიქრდით და გაეცალეთ, სანამ დროა, თორემ მერე გვიან იქნება

შალვა პაპუაშვილი – „ნაცმოძრაობასთან“ ერთად მისი მფარველი უცხოელი პოლიტიკოსები, ბიუროკრატები და დიპლომატებიც დამარცხდნენ, არჩევნების შემდეგ მუშტების უმისამართო ქნევაც ამის კარგი დასტურია