“მითხრეს, რომ რუსეთის და საქართველოს მტერი ვარ” – საქართველოში რუსი აქტივისტი არ შემოუშვეს

რუსი აქტივისტი მაქსიმ ივანცოვი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს.
მაქსიმ ივანცოვი არის აქტივისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია Frame-ის ხელმძღვანელი, რომელმაც სივრცე დაუთმო ს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ოპოზიციონერ კანდიდატად ბორის ნადეჟდინის რეგისტრაციისთვის თბილისში ხელმოწერების შეგროვებას.
მაქსიმ ივანცოვი დარწმუნებულია, რომ მისი საქართველოში არშემოშვება სწორედ ბორის ნადეჟდინისთვის ხელმოწერების შეგროვებასთან არის კავშირში.