მითხრეს, რომ გაზის შესამოწმებლად იყვნენ — ეთო ბუზიაშვილი ჩხრეკაზე

ამერიკული კვლევითი ცენტრის, „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარი ეთო ბუზიაშვილი ამბობს, რომ მის სახლში ჩხრეკის ჩასატარებლად შესული ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ გაზის შესამოწმებლად მივიდნენ.
„დაახლოებით დილის რვა საათზე მოვიდნენ. არ მითხრეს, რომ ფინანსური პოლიციიდან იყვნენ. მითხრეს, რომ გაზის შემოწმების სამსახურიდან იყვნენ, რაღაც გაჟონვა იყო პრობლემა. შემოვარდა დაახლოებით 6 ადამიანი. დაიწყეს პირდაპირ ჩხრეკა. ჩამომართვეს ტელეფონი. არ მომცეს ადვოკატთან დარეკვის საშუალება. აინტერესებდათ კონკრეტულად დოკუმენტაცია და ტექნიკა. ერთადერთი, ახსენეს, რომ აინტერესებთ ჩემი ორგანიზაცია, რომელიც არის ატლანტიკური საბჭო, ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩვენ დეტალურად ვიკვლევთ ს საინფორმაციო ოპერაციებს. ეს ახსნეს მხოლოდ“, — განუცხადა ეთო ბუზიაშვილმა „ფორმულას“.
24 ოქტომბერს, ჩხრეკა ჩატარდა ატლანტიკური საბჭოს (Atlantic Council) თანამშრომლების, სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილის სახლებში.
ატლანტიკური საბჭო ცნობილი ამერიკული კვლევითი ცენტრია (Think Tank), რომელიც 1961 წელს არის დაფუძნებული. სოფო გელავაც და ეთო ბუზიაშვილიც რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მხილების მიმართულებით მუშაობენ. სოფო გელავას ინფორმაციით, სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს რამდენიმე მუხლით, მათ შორის ფულის გათეთრების მუხლით „ატლანტიკური საბჭოს“ კონტრაქტორ HR კომპანიასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური – ბრძანებას მე გავცემ მარტო გაზზე კი არა, წყლის ჭავლზეც, არავითარი ჭელიძე, არავითარი ხარაზიშვილი – აქციებზე შეიძლება იყო გადამეტება, მაგრამ ამას გამოძიება სჭირდება, პოლიციელების გარჩევა რთულია

ლევან ცუცქირიძე – მინდა ჩემი სოლიდარობა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომელთა წინააღმდეგ ახლა ატარებენ ჩხრეკას და ცდილობენ დააშინონ – იყავით მტკიცედ, ნუ შეგაშინებთ „ქართული ოცნების“ დასკვნითი აქტის აბსურდი