“მითხრა, შენი გამოჩენიდან დღემდე ვლოცულობდი, ჩემი შვილი არ ყოფილიყავიო, მრცხვენიაო, რომ შენ ჩემი შვილი ხარო” – თამუნა მუსერიძე ბიოლოგიური დედის შესახებ

“მითხრა, შენი გამოჩენიდან დღემდე ვლოცულობდი, ჩემი შვილი არ ყოფილიყავიო, მრცხვენიაო, რომ შენ ჩემი შვილი ხარო” – ბიოლოგიური დედის შესახებ
ჟურ­ნა­ლის­ტი თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე ბი­ო­ლო­გი­უ­რი დე­დის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან იპო­ვა. ამ თე­მა­ზე ვრცლად მუ­სე­რი­ძემ “მთა­ვა­რი არ­ხის” გა­და­ცე­მა­ში, “რო­გორ გა­დავ­რჩი”, ისა­უბ­რა.
თა­მუ­ნა ამ­ბობს, რომ მისი ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რობს და სა­ნამ მას­თან ექ­ნე­ბო­და კო­მუ­ნი­კა­ცია, დე­ი­და და­უ­კავ­შირ­და,
“დე­ი­და და­მი­კავ­შირ­და და მი­თხრა, ჯო­ბია პირ­და­პირ შენ და­უ­კავ­შირ­დე და პირ­და­პირ მას უთხრაო. და­ვუ­რე­კე (ბი­ო­ლო­გი­ურ დე­დას) მე­სენ­ჯე­რის მეშ­ვე­ო­ბით და მან მი­თხრა, რომ მე შვი­ლი არ გა­მი­ჩე­ნი­აო. მი­თხრა, მე რომ გა­ვი­გო, რომ ჩემი შვი­ლი ხარო, ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი­აო, იმი­ტომ რომ მუ­ცე­ლი მო­მე­შა­ლაო. მე ვიქ­ნე­ბი უბედ­ნი­ე­რე­სი, რომ გა­ვი­გო ჩემი შვი­ლი ხარ. მაგ­რამ ეს აბ­სურ­დი­აო, იმი­ტომ რომ მსგავ­სი ფაქ­ტი არ მომ­ხდა­რაო.
მშვი­დად ვი­სა­უბ­რეთ, ვთხო­ვე რომ გა­ვი­კე­თებ­დი გე­ნე­ტი­კურ ტესტს ნა­თე­სავ­თან და მი­თხრა რომ არაო, კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი მი­თხრა, არ იცო­და რომ უკვე გა­კე­თე­ბუ­ლი მქონ­და.აქ ჩა­მო­დიო და აქ გა­ვი­კე­თოთ გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზიო. დავ­თან­ხმდი და და­ახ­ლო­ე­ბით უკვე სამ კვი­რა­ში მო­ვი­და პა­სუ­ხი (ტეს­ტის რო­მე­ლიც უკვე გა­კე­თე­ბუ­ლი მქონ­და).
სა­ნამ ჩა­ვი­დო­დი, კი­დევ ერთხელ დავ­რე­კე. რო­დე­საც პა­სუ­ხი მო­ვი­და, ნა­თე­სა­ვე­ბის­თვის არ და­მი­რე­კავს, პირ­და­პირ მას და­ვუ­რე­კე და ვუ­თხა­რი, რომ გა­ვი­კე­თე მის ძმის­შვილ­თან გე­ნე­ტი­კუ­რი ტეს­ტი და ვუ­თხა­რი, რომ მე ვარ მისი შვი­ლი. ამას მოჰ­ყვა ძა­ლი­ან მძაფ­რი რე­აქ­ცია, მე­ჩხუ­ბა და მი­თხრა რომ შენი გა­მო­ჩე­ნი­დან, ახ­ლან­დე­ლი გა­მო­ჩე­ნი­დან დღემ­დე ვლო­ცუ­ლობ­დი, რომ ჩემი შვი­ლი არ ყო­ფი­ლი­ყა­ვიო, ჩემ­თვის სა­მარ­ცხვი­ნოა ის, რომ ჩემი შვი­ლი ხარო, მე მრცხვე­ნი­აო, რომ შენ ჩემი შვი­ლი ხარო.
რცხვე­ნო­და იმის, რომ მას ჰყავ­და ბავ­შვი გაშ­ვი­ლე­ბუ­ლი და ამის გამო გრძნობ­და თა­ვა­დაც სირ­ცხვილს, არ არის მარ­ტი­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ ბავ­შვის გა­ჩე­ნა, მერე გაშ­ვი­ლე­ბა, მერე უცებ ამ ბავ­შვის გა­მო­ჩე­ნა. რა თქმა უნდა, მას რცხვე­ნო­და”, ამ­ბობს მუ­სე­რი­ძე.

ასევე დაგაინტერესებთ