მითხარით 1 პუნქტი რუსული კანონიდან, რაც მეორდება ჩვენს ინიციატივაში?!

მითხარით 1 პუნქტი რუსული კანონიდან, რაც მეორდება ჩვენს ინიციატივაში?! – პასუხი არ არის – დუმილი – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მ მედიას. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ერთერთ ჯგუფში დაიდო „ნაცმოძრაობის“ მიერ გაკეთებული ბანერი, რომლის ყველა სიტყვას და პუნქტს ეთანხმება და რომელიც წაიშალა მას შემდეგ, რაც მიხვდნენ რაშიც იყო საქმე.
„არა რუსულ კანონს – და შემდეგ ჩამოთვლილია, რას ითვალისწინებს რუსული კანონი. რუსული კანონი, რომელიც მართლაც მოქმედებს რუსეთში, ითვალისწინებს იმ ყველაფერს რაც აქ წერია. თუ შეიძლება, თქვენ ყველას გაქვთ დარიგებული, მითხარით ერთი პუნქტი, რაც მეორდება ჩვენს ინიციატივაში. პასუხი არ არის – დუმილი. ბოლოში წერია, საქართველომ უნდა მიიღოს ევროპული კანონი გამჭვირვალობის შესახებ. დიახ, საქართველო მიიღებს ევროპულ კანონს გამჭვირვალობის შესახებ, იმიტომ, რომ თქვენ არცერთს (და ეს არის მართალი), არ გაქვთ პასუხი იმასთან დაკავშირებით, რომელიმე პუნქტი, რაც არის რუსული კანონის მახასიათებელი, არის თუ არა ჩვენს კანონში. ჩვენს კანონპროექტში მსგავსი პუნქტი არ ფიქსირდება. ამიტომ, აქ რაც წერია სათაურიდან დაწყებული, ბოლო მოთხოვნით დამთავრებული, მე პირადად, ამ კანონპროექტის ავტორი და მთავარი წარმდგენი, ვუერთდები თითოეულ სიტყვას, რაც აქ წერია“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ვინც ამ კამპანიაშია ჩართული, ან შავი ფულისთვის, დეზინფორმაციისთვის, ქვეყნის აყირავებისთვის, ლგბტ პროპაგანდისთვის ბრძოლის თანამონაწილეა, ან მსხვერპლი. „წარმოიდგინეთ, რა დღეში ამყოფებენ თავის მომხრეებს და ვინც ამ კამპანიაშია ჩართული, მეტიც, უფრო თამამად ვიტყვი, ან არის თანამონაწილე შავი ფულისთვის, დეზინფორმაციისთვის, ქვეყნის აყირავებისთვის, ლგბტ პროპაგანდისთვის ბრძოლის,ან არის მსხვერპლი, სხვა ახსნა ამ კამპანიაში თანამონაწილეობას არ აქვს, გადაჭარბების გარეშე გეუბნებით. თუკი ვინმე ჩვენს კანონპროექტში ერთ პუნქტს მაინც მონახავს, რომელიც არის ანალოგი რუსულის და სხვაგან, ევროპულში, ამერიკულში მსგავსი ჩანაწერი არ არის, ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ ხვალვე წავიღოთ ეს პროექტი უკან. ოღონდ, ისეთი მსგავსება, რაც აქვს ქართულს და რუსულს.
რაც გნებავთ, ის ვქნათ, ამოვიღოთ, გავიწვიოთ, ერთი საერთო პუნქტი ქართულში და რუსულში რომ იყოს და სხვაგან არ იყოს მსგავსი. თუ ვიტყვით დეკლარაციის შევსება, ეს საერთო ნიშანია მსგავსი კანონმდებლობის ყველგან, ამერიკულში, ავსტრალიურში, კანადურში, უკრაინულში, ევროპულში, ფრანგულში და ა.შ. ერთი საერთო პუნქტი დამისახელეთ ან ახლა, ან კი ბატონო, მთელი კვირა გაქვთ, თვეზე მეტი იქნება ამ კანონპროექტის განხილვა. ვინც კი ჩაერთვება ამ კამპანიაში, ყველას მივმართავ, ერთი პუნქტი დაგვისახელონ, რა არის რუსული და რა მოთხოვნაც გნებავთ, იმას დავაკმაყოფილებთ. ამით იმის ლუსტრაცია მინდა, წაუკითხავ კანონს როგორ აპროტესტებინებენ ხალხს, რა დღეში, რა დარტყმის და რა ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებენ ადამიანებს, რომ ამაზე პასუხი არ აქვთ, მაგრამ მაინც თავისას მიერეკებიან პიარულად“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Previous: ეს რა გიქნია, დავით დოიაშვილო? რას კადრულობ? – ირინე ლომინაძე