პენსიონერი, რომელმაც პოლიციის ძალადობისა და ძალისმიერი დაკავებისას გონება დაკარგა და წაიქცა, “პირველებთან” პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს:
“დავინახე, რომ ზემოდან მოდიოდა მსუბუქი მანქანა, უკან მოსდევდა პოლიცია, ასიგნალებდა, მერე რა მოხდა არვიცი, მაღაზიაში შევედი, ცუდად ვიყავი ძალიან, გამყიდველი მიცნობს, შეგიძლიათ უთხრა, წყალი მოვთხოვე, თავბრუ მეხვეოდა, დამაწყნარა, გადმოვედი ისევ გზაზე, ისევ იდგნენ ამ პატარა ბიჭს პოლიციელები ეჭიდავებოდნენ და ტენიდნენ მანქანაში. ვუთხარი, რატომ ეჩხუბებით-მეთქი, წყნარად ვუთხარი, კაცურად, არ უნდა ამას ჭიდაობა, თუ წინააღმდეგობა გაგიწიე, მერე რაც გინდა ის უქენი–მეთქი. შენ ვინ გეკითხებაო, მე ვუთხარი, მე კი არ მეკითხება შვილო, მე ხალხი ვარ-მეთქი და მოვა დრო და ასე თუ მოიქცევით, ეს ხალხი ყოფას გიტირებთ ყველას-თქო. ეს როგორც ვუთხარი, მითხრეს შემაგინეო, თურმე ყოფის ტირება და თუნდაც, დედის ტირება ყოფილა გინება, საშინელი შეურაცხყოფა. დამავლეს ხელი, დამიწყეს ჭიდაობა, მტენიდნენ მანქანაში და გავხდი ცუდად, წავიქეცი, მერე აღარ მახსოვს, მერე ხალხმა დამალევინა წამლები და მომიყვანა გონზე, ახლა მეუბნებიან, პოლიციაში უნდა წაგიყვანოთო. რატომ უნდა წავყვე? იმიტომ, რომ ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ? მითხარით, როგორ მოვიქცე???
