„მითების დეტექტორი“ – POSTV რობინ დანიგანის სახელით ყალბ ციტატებს ავრცელებს

POSTV ს სახელით ყალბ ციტატებს ავრცელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „მითების დეტექტორი“ აქვეყნებს.
მათივე ცნობით, POSTV-მ „ფეისბუქზე“საქართველოში ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის სამი ყალბი ციტატა გამოაქვეყნა და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.
„4 დეკემბერს სამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიამ POSTV ფეისბუქზე გამოაქვეყნა საქართველოში ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის სამი ციტატა (1; 2; 3). ყველა მათგანში ელჩი მიმდინარე პროტესტისას დემონსტრანტების მიერ ვანდალიზმისა და ინფრასტრუქტურის განადგურების, ჟურნალისტებსა და სამართალდამცავებზე ძალადობის შემთხვევების გამო შეშფოთებსაც გამოთქვამს. მედია პოსტებს თან ურთავს აღწერას: “ასეთი უნდა იყოს ობიექტური ელჩის კომენტარი მომიტინგეების მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე.” ელჩის ციტატაზე გამოხმაურებით ჩანს, რომ მომხმარებლების ნაწილი მათ რეალურად აღიქვამს და სჯერა, რომ ელჩმა მომიტინგეების მხრიდან ძალადობა დაგმო.
POSTV-ის მიერ ელჩ რობინ დანიგანის ციტატის ამგვარად გავრცელებას მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავს. სინამდვილეში, ელჩი მიმდინარე მოვლენებს მსგავსი განცხადებით არ გამოხმაურებია. ის არც ღია წყაროებში იძებნება და ციტატების ნამდვილობა საქართველოში -ის საელჩომაც უარყო.
რობინ დანიგანის მსგავსი ციტატები ღია წყაროებში არ იძებნება. ისინი არ გამოქვეყნებულა არც საელჩოს სოციალური ქსელის გვერდებზე (1;2), ასევე არც ვებ-გვერდზე. ელჩის მსგავსი განცხადება არც მედიას გაუვრცელებია (1;2;3). დამატებით, “მითების დეტექტორს” ამერიკის საელჩოში დაუდასტურეს, რომ ელჩ დანიგანს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.
„ასეთი უნდა იყოს ობიექტური ელჩის კომენტარი მომიტინგეების მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე,“ – წერს პროსახელისუფლებო მედია საინფორმაციო ბარათების აღწერაში და არ მიუთითებს, რომ ელჩს აღნიშნული კომენტარი რეალურად არ გაუკეთებია. კომენტარებში ჩანს, რომ ფეისბუქ-მომხმარებლები ციტატას რეალურად აღიქვამენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებს. ორი დღის შემდეგ, 30 ნოემბერს, ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება შეაჩერა. ოფიციალურ განცხადებაში მეთიუ მილერმა, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, განმარტა, რომ გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიული ქმედების შედეგია. განცხადებაში ვკითხულობთ:
“ქართული ოცნების” მრავალმა ანტიდემოკრატიულმა ქმედებამ დაარღვია ჩვენი, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, რომელიც ემყარებოდა საერთო ღირებულებებს, დემოკრატიისადმი ერთგულებას, სამართლის უზენაესობას, სამოქალაქო საზოგადოებას, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემასა და კორუფციის წინააღმდეგ ძალისხმევას. შედეგად, შეერთებულმა შტატებმა ეს მექანიზმი შეაჩერა.”
თავად რობინ დანიგანი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს 29 ნოემბერს გამოეხმაურა. ოფიციალურ განცხადებაში ელჩმა აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის გადაწყვეტილება მათ ერთგულებას დასავლური კურსის მიმართ კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვქვეშ. ელჩმა „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, გადახედონ საკუთარ გადაწყვეტილებასა და ქვეყანა დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიის გზაზე დააბრუნონ. დანიგანი საპროტესტო გამოსვლებსაც გამოეხმაურა და განცხადებაში აღნიშნა:
“გუშინ ღამით, ჩვენ ყველა გავხდით მოწმე, როგორ იძალადა პოლიციამ პროტესტის დაკავებულ მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე. მოვუწოდებ მთავრობას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებასა და პრესის თავისუფლებას პროტესტის უსაფრთხოდ გასაშუქებლად.”
გარდა ამისა, 3 დეკემბერს, სამმა ამერიკელმა სენატორმა ბენ კარდინმა, როჯერ ვიკერმა და ჯონ კორნინმა საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების შემთხვევები დაგმეს. ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველო რუსული სტილის ავტოკრატიისკენ მიდის და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ქართველი ხალხის ძალისხმევა პარტნიორების მუდმივ სოლიდარობას მოითხოვს.
„ქართული ოცნების” გადაწყვეტილების საპასუხოდ, საქართველოში საპროტესტო აქციები იმართება. სამთავრობო მედია პროცესის დისკრედიტაციის კამპანიაშია ჩართული და ცდილობს ის ძალადობრივ შეკრებად წარმოაჩინოს. შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 დეკემბრის მონაცემით, დემონსტრაციებისას 224 ადამიანი დააკავეს, დაშავდა სამინისტროს 113 თანამშრომელი. დემონსტრანტები დაკავების შემდგომ პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე მიუთითებენ (1; 2; 3).
POSTV-მ წარსულშიც გაავრცელა ელჩ დანიგანისა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის, ს ყალბი ციტატები, რომლებიც ასევე პროტესტის მონაწილეთა მხრიდან ძალადობას უკავშირდებოდა და აღწერაში მიუთითა, რომ “ასეთი იქნებოდა ახალი ამბავი, “ტვ იმედის” ადგილზე “მთავარი არხი” რომ ყოფილიყო!” თუმცა, შემდგომ POSTV-ის საინფორმაციო ბარათი ფეისბუქ-მომხმარებლებმა გაავრცელეს მტკიცებით, რომ ელჩებმა აღნიშნული განცხადება ნამდვილად გააკეთეს. პოსტები “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა.
არქივის ბმულები: 1, 2, 3
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია. იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია,“ – წერია სტატიაში.