მიზანმიმართულად დაარღვიეს კანონი და დააკავებინეს თავი. ციხე მათთვის კომფორტია, რადგან ისინი არიან სრულიად განულებულები და ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ვერანაირ პოლიტიკურ ამინდს ვერ ქმნიან

მიზანმიმართულად დაარღვიეს კანონი და დააკავებინეს თავი. ციხე მათთვის კომფორტია, რადგან ისინი არიან სრულიად განულებულები და ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ვერანაირ პოლიტიკურ ამინდს ვერ ქმნიან
ოპოზიციის სტრატეგიას აქვს ორი მიმართულება. ერთი მიმართულება, რომელიც დადასტურებულია და მეორე მიმართულება უნდა განვიხილოთ დაშვების თეორიით, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრისას.
„ჩვენ რასაც ვხედავთ ს შემდეგ ამ ე.წ. ოპოზიციურ ველზე, ეს არის შეცვლილი ტაქტიკა, ერთგვარი დივერსიფიცირების მცდელობა მათივე პატრონების მხრიდან. სახეზეა სხვადასხვა დანაყოფი. ერთი მხარე საუბრობს ან საერთოდ არ არის ჩართული ამ გარჩევებში გაცხადებულად, არც მანდატი აქვს დატოვებული, აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მეორე კი ძალით აჭერინებს თავს. ეს არის დადგენილი სცენარით მოქმედება. მეორე ჯგუფი ამ სცენარს მიჰყვება, მესამე ჯგუფი დანარჩენების ბულინგით არის დაკავებული და საერთოდ არ აპირებს, რომ მიიღოს მონაწილეობა [არჩევნებში].
დაშვების დონეზე რომ ვთქვათ, რომ დავალება არ აქვთ მიღებული, თვითონ წყვეტენ თავიანთ პოლიტიკურ აქტივობას, აქაც მიზანმიმართულად დააკავებინეს თავი, მიზანმიმართულად დაარღვიეს კანონი. ციხე მათთვის კომფორტია, რადგან ისინი არიან სრულიად განულებულები და ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ვერანაირ პოლიტიკურ ამინდს ვერ ქმნიან“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების ეგიდით შენ ეძახი კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ე.წ პოლიტიკოსებს, აქ უკვე არავის კითხვა არ უნდა გაუჩნდეს, თუ რატომ მიიღო თავმოყვარე ქვეყანაში არჩეულმა პოლიტიკურმა გუნდმა გადაწყვეტილება, რომ არ მიიღოს მონაწილეობა უსამშობლოების მიერ დაორგანიზებულ სამიტში

გულთბილი და სასიამოვნო შეხვედრა გვქონდა მეუფე ანტონთან. ორმაგად დასაფასებელია მისი მხარდაჭერა ჩვენი გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯების მიმართ, რომელიც საქართველოს ტრადიციების, ასევე ჩვენი მომავალი თაობების გარყვნილებისგან დაცვას და ღირსეული საქართველოს შენებას ემსახურება