მიზანი „წინააღმდეგობის ღერძის“ დასუსტებაა – თეირანი აშშ-ის მიერ „ზანგეზურის დერეფნის“ კონტროლის იდეაზე

ირანის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი ძლიერი წინააღმდეგობა -ის ინიციატივაზე, ვაშინგტონმა იჯარით აიღოს „ზანგეზურის დერეფანი“, რომელიც აზერბაიჯანს თავის ექსკლავ ნახიჩევანთან და თურქეთთან ხმელეთით დააკავშირებს – სომხეთის ტერიტორიის გამოყენებით.
ამასთან, ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველი საგარეო საქმეთა საკითხებში, ალი აქბარ ვილაიეთი აცხადებს, რომ ინიციატივის მიზანი „წინააღმდეგობის ღერძის დასუსტებაა“.
28 ივლისს, სომხურ-აზერბაიჯანულ სატრანსპორტო კვანძების გახსნის შესაძლებლობაზე საუბრისას, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ესმაილ ბაღეიმ განაცხადა, რომ თეირანი ეწინააღმდეგება „რეგიონსგარეთა ძალების“ ჩართულობას სამხრეთ კავკასიაში.
„რეგიონული აქტორების მიერ უარყოფილი იქნა ჭორები რეგიონული ქვეყნების მონაწილეობის შესახებ“, – განაცხადა მან და დასძინა:
„თუმცა ირანი ყურადღებით აკვირდება ამ საკითხს და მჭიდრო კონტაქტშია ორივე ქვეყანასთან“.
ბაღეიმ ასევე განაცხადა, რომ ირანი ეწინააღმდეგება ნებისმიერ შეთანხმებას, რომელმაც შესაძლოა შეცვალოს სომხეთის საზღვრები ან „გეოპოლიტიკა“.
ზოგადად, ირანი ეწინააღმდეგება „ზანგეზურის დერეფანს“ არამხოლოდ აშშ-ის მონაწილებით, არამედ იმ სცენარსაც, რაც თურქეთ-აზერბაიჯანისათვის არის ხელსაყრელი“.
ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მთავარმა მრჩეველმა შაბათს ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მოთხოვნების უკან, შეიქმნას „ზანგეზურის დერეფანი“, შეერთებული შტატები დგას.
„მთავარი მიზანია წინააღმდეგობის ღერძის დასუსტება, ირანის კავშირის გაწყვეტა კავკასიასთან, და რეგიონის სამხრეთში ირანსა და რუსეთზე სახმელეთო ბლოკადის დაწესება“, – განაცხადა ალი აქბარ ველაიეთიმ.
ირანის ოფიციალური პირები თავიანთ მოკავშირეებს რეგიონში უწოდებენ „წინააღმდეგობის ღერძს“, რომელიც აერთიანებს პროირანულ დაჯგუფებებს პალესტინის ტერიტორიაზე, ლიბანში, სირიაში, ერაყსა და იემენში (რომელთა ნაწილიც აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებებადაა მიჩნეული).
„ეს პროექტი არის არა უბრალოდ ამერიკის სტრატეგიის ნაწილი, რომელიც ზეწოლას უკრაინიდან კავკასიაზე გადაიტანს, არამედ მას ასევე მხარს უჭერენ ნატო და გარკვეული პან-თურქისტული მოძრაობები“, – განაცხადა მან.
იდეა, რომ შეერთებული შტატები შეთავაზებამ, „ზანგეზურის დერეფანი“ ამერიკის მეთვალყურეობის ქვეშ მოექცეს და ასე დაიწყოს ფუნქციონირება, 11 ივლისს გამოაცხადა საჯაროდ თურქეთში აშშ-ის ელჩმა, ტომ ბარაკმა.
მან ბრიფინგზე ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ვაშინგტონმა ერევანსა და ბაქოს შესთავაზა, რომ სომხეთმა, – რომლის სუვერენული ტერიტორიაც არის ის ტერიტორია, რომელიც საკვანძოა „ზანგეზურის დერეფნისათვის“, ამერიკულ მხარეს 100-წლიანი იჯარით გადასცეს.
ფორუმი