მიზანი საგარეო დახმარების გაუქმება არ არის. არის რაღაცები, რასაც USAID-ის მეშვეობით ვაკეთებთ, რაც უნდა გავაგრძელოთ – რუბიო

მიზანი საგარეო დახმარების გაუქმება არ არის. არის რაღაცები, რასაც USAID-ის მეშვეობით ვაკეთებთ, რაც უნდა გავაგრძელოთ, – თქვა -ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში.
„სახელმწიფო დეპარტამენტში გავდივართ. ვფიქრობ, არის რაღაც… მიზანი საგარეო დახმარების გაუქმება არ არის. არის რაღაცები, რასაც USAID-ის მეშვეობით ვაკეთებთ, რაც უნდა გავაგრძელოთ, ამას აზრი აქვს და მოგვიწევს გადავწყვიტოთ, ამის გაკეთება სახელმწიფო დეპარტამენტის გავლით ჯობია, თუ უკეთესია – რეფორმირებული USAID-ით“, – აღნიშნა მან.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუბიო აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა.