“მივხვდი რომ, რაღაც საშინელება იწყებოდა, ავეხვეტე და….” – გიორგი ფოფხაძე

საფრანგეთში მყოფი ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე:
იმ ღამეს ძალიან მაგრად დავლიეთ, მე, ცხონებულმა მარკ დეიჩმა, კარეშა აგამიროვმა და კატალონიის რადიოს ენრიკემ. შვებულებაში მიწევდა წასვლა და ფეხზე მეკიდა მთელი რადიო “სვობოდა” თავისი ახალი ამბებით. ანტალიის ბილეთი მედო ჯიბეში და “ოტელ დედემანის” ბრონი..
ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, სკდება თავი მაგრამ, არ ჩერდება ეს დედაატირებული..
“ალოოო” ვუპასუხე.. “Гия, ты где, через 2 часа летишь” – სავიკა შუსტერი მელაპარაკებოდა.. ვერაფერი გავიგე მარაა “-Нет Савик завтра лечу”და გავუთიშე.. ისევ რეკავს ტელეფონი, ისევ სავიკა -Проснись блин и собирайся, в Адлере летишь в Абхазии война началась”
-Где? Что? Как? Какая война?.. უკვე უცენზურო სიტყვებზე გადავედით ყურმილს იქეთ და აქეთ ორივე მხარე.. მივხვდი რომ, რაღაც საშინელება იწყებოდა, ავეხვეტე და….
მერე ყველაფერი მახსოვს, ს ომის ყოველი დღე, ყოველი მომენტი, ყველაფერი ერთად და ცალ ცალკე.. ჭუბერიც და ბოლო “ვერტალიოტიც”, მე, კვიჟი და რეიტერის ალექსა რომ უნდა წამოვეყვანეთ მაგრამ, გაუბედურებულ ლტოლვილებს დავუთმეთ..
თუმცა, ეს დასასრული იყო.. ყველაფერი კი 14 აგვისტოს, ჩემი, მარკის, კარეშას და ენრიკეს ქეიფის მეორე დილით “დაიწყო”.. მართლა ყველაფერი მახსოვს, არაფერი არასოდეს არ დამავიწყდება, დიდება ჩვენ გმირებს
ძირს დამპალი ს იმპერია
ჩვენ კიდევ შევალთ სოხუმში, ამჯერად გაშლილი დროშით და ყველა ჩვენ დაღუპულ გმირს ვეტყვით..
“ჩვენ დავბრუნდით ძმებო”