“მივყევით რუსების წარწერას და ჩამოვედით რუსეთში” – ქუფარაშვილი კურსკიდან

კურსკის ოლქში მებრძოლი ქართველი მებრძოლი, აზოვის პოლკის საბრძოლო-სასწავლო ბატალიონის მეთაური, გიორგი ქუფარაშვილი სპეციალურად გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს:
“2008 წლის რუსეთის აგრესიის დროს, როცა შემოიჭრა საქართველოში ერთ-ერთ ღობეზე დაწერეს წარწერა რუსებმა, რაც ძალიან ცუდად დაგვამახსოვრდა ქართველებს, საწყენი იყო ჩვენთვის. მაგრამ ქართველებს, საბედნიეროდ, ძალიან კარგი მახსოვრობა გვაქვს. მაშინ რუსებმა დაწერეს ესეთი წარწერა: “ამხანაგო ქართველებო, ისწავლეთ სამხედრო საქმე, ისწავლეთ ომი. ჩამოვალთ და შეგამოწმებთ”. ისე მოხდა, რომ მივყევით მათ წარწერას, კარგად ვისწავლეთ, მოვემზადეთ და ჩვენ თვითონ ჩამოვედით რუსეთში. ასე რომ, თუ საჭირო იქნება გამოცდის ჩასაბარებლად, კიდევ ერთხელ ჩამოვალთ ჩვენც და სხვა ქართველებიც. აქ ახლა ვიმყოფებით რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში, ეს ყველამ კარგად იცის და ისევე მინდა ჩემს ვეტერანებს ვუთხრა, რომ იგივე პასუხს დავუტოვებთ ჩვენ მათ ასევე სამახსოვროდ”, – ამბობს ქუფარაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად