ხათუნა ხოფერია ქართველ ფეხბურთელებს მიმართავს, რომელიც ეხება კანონპროექტის ინიციატივას უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას:
“მივმართავ ჩვენ საამაყო ფეხბურთელებს! ახლა, დაიწყება თითოეულ თქვენგანზე ბულინგის განხორციელება! მოგმართავენ ერთი, უწყინარი კითხვით – თქვენ გინდათ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება? – თქვენ, ასევე უწყინრად და აბსოლუტურად სამართლიანად უპასუხებთ, რომ გინდათ! ამას მოყვება თქვენი გამოცხადება ოპოზიციის ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი პოზიციის მხარდამჭერად! მოყვება, თქვენი ჩათრევა პოლიტიკურ ანგარიშსწორებებში და პიარ-ტექნოლოგიებში! მოჰყვება, თქვენი ხელისუფლებასთან დაპირისპირების აგიტაცია… ანუ, ეს პოლიტიკური გვამები, მოინდომებენ თქვენ გამოყენებას საკუთარი აგენტურული და ანტიქართული პოლიტიკის, საქმიანობის გადასაფარად!
ბიჭებო, შვილებო, მაგარო ქართველებო, გთხოვთ უმორჩილესად, არ აჰყვეთ! არ უპასუხოთ! არ მისცეთ საშუალება, რომ თავის მართლების და საკუთარი პოზიციის დაცვის მდგომარეობაში გადაგიყვანონ! არ მისცეთ არავის საშუალება, რომ გამოგიყენონ!
მადლობა, ბიჭებო, რომ ხართ! მადლობა, სიხარულისთვის, სიამაყისთვის, ბედნიერი წუთებისთვის! მადლობა, მომავლის იმედისთვის!
ნუ დავიცავთ აგენტებს! დავიცვათ სამშობლო!”– წერს ხათუნა ხოფერია.