მივმართავ, “ოცნების” მართულ სასამართლოს, პროკურატურას, პოლიციას – შეჩერდით! – ნიკა გვარამია

კოალიცია “ცვლილებისთის” ლიდერი საქართელოს მოსახლეობას მეგობარი აქტის მიღებას ულოცავს და “ქართულ ოცნებას” მიმართავს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სასამართლოს, პროკურატურას და პოლიციას მოუწოდებს, გონს მოეგონ და ისტორიის სწორ მხარეს დადგნენ. მისი თქმით, ამ ბრძოლაში არა ქართველი ხალხი, არამედ სწორედ “ქართული ოცნება” დამარცხდება.
მინდა, მივულოცო საქართველოს დემოკრატიას და ყველა ქართველს, ვინც დემოკრატიას და საქართველოს განვითარებას, წარმატებას, ევროპულ მომავალს, დასავლეთის ცივილიზაციის ერთ-ერთ ნაწილობას, ასე ვთქვათ, უჭერს მხარს. ამერიკის კონგრესმა მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, ორპარტიული, შეთანხმებული გადაწყვეტილება, რომ MEGOBARI აქტი იყოს მიღებული. მე დავიწყებ მიმართვას ქართული ოცნების მიერ მართული სასამართლოსადმი, პროკურატურისა და პოლიციისადმი: მეგობრებო, შეჩერდით! ჯერ კიდევ გაქვთ დრო გადარჩენისთვის, ჯერ კიდევ გაქვთ დრო იმისთვის, რომ თქვენ, თქვენი შვილები იყვნენ მიღებული ცივილიზებულ სამყაროში. იქნება ეს სწავლისთვის, მოგზაურობისთვის, ბიზნესისთვის თუ ნებისმიერი სხვა მიზნებისთვის. საქართველოს გზა არის დემოკრატია. ეს აღიარებული აქვს ევროპარლამენტს, ევროპულ საბჭოს და უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებს. დარჩა ორი ნაბიჯი, რომელიც, როგორც წესი ყოველთვის იდგმება ამ ტიპის გადაწყვეტილებების შემდეგ. ეს არის დიდი ორპარტიული მხარდაჭერა, უდიდესი უმრავლესობით, შესაბამისად, საქართველო შეფასებულია, როგორც ქვეყანა, რომელიც რუსეთს მიაქვს. მაგრამ, ქართველი ხალხიშეფასებულია როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მეგობარი. ამიტომ ჰქვია ამ აქტს – მეგობარი ხალხი. მივმართავ ყველას, მათ შორის, საშუალო რგოლის საჯარო მოხელეებს: შეჩერდით! ემსახურეთ ქართველ ხალხს, თქვენც იყავით ქართველი ხალხის მეგობრები, მოკავშირეები. შეინარჩუნეთ ის გზა, რომელიც არის საქართველოს ისტორიული არჩევანი, გზა მიმავალი დასავლეთისკენ. ამაზე მოგვიწოდებს ყველა და ქართველი ხალხი არ დამარცხდება ამ ბრძოლაში, თქვენ, შეიძლება დამარცხდეთ პირადად, თითოეული თქვენგანი. ნუ მიიღებთ ამაში მონაწილეობას, მიიღეთ მონაწილეობა, ქვეყნის დასავლური მომავლის მშენებლობაში, – განაცხადა გვარამიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სამწუხაროა, რომ ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს 9 მაისი – ევროპის დღის და ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნა ერთმანეთს არ უნდა გამორიცხავდეს

ირაკლი ფავლენიშვილი – ორგანიზაცია, „ქართული ოცნება“, დგას ნარატივზე, რომ დასავლეთი მთავარი ამრევია და ჰგონიათ, ასეთი განცხადებების ფონზე მათი დასავლეთისგან იზოლირება არ მოხდება – შედეგი სამწუხარო იქნება