მივმართავ ივანიშვილს, კობახიძეს, მდინარაძეს – ვის უტარებთ აქციას? საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდიხართ? –

ხელისუფლება კიდევ ერთ დიდ სისუსტეს აჩვენებს, როდესაც იძულებით ცდილობს საჯარო მოხელეები ჩამოიყვანოს თბილისში და აქცია გამართოს – ვის უტარებთ აქციას? საკუთარ ხალხს? საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდიხართ? – ასე მიმართა “სტრატეგია-აღმაშენებლის” ლიდერმა მ უმრავლესობის წევრებს, რომლებმაც 29 აპრილს პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით სახალხო შეკრება დააანონსა.
როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, “ქართული ოცნების” წევრებს ეშინიათ და სუსტები არიან”.
“ხელისუფლება კიდევ ერთ დიდ სისუსტეს აჩვენებს, როდესაც იძულებით ცდილობს საჯარო მოხელეები ჩამოიყვანოს თბილისში და აქცია გამართოს. მთავარი კითხვაა, ვის უტარებს აქცია? მივმართავ კობახიძეს, ივანიშვილს, მდინარაძეს – ვის უტარებთ აქციას? საკუთარ ხალხს? საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდიხართ? საქართველო ევროკავშირს ზურგს არასდროს შეაქცევს. რაც არ უნდა ძალით და ხელოვნურად ჩამოიყვანოთ ეს ადამიანები, ტაში აკვრევინოთ. ყველამ კარგად იცის, რომ თქვენ აღარანაირი მორალური საფუძველი არ გაქვთ, რომ ხელისუფლება გერქვათ. რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის თქვენი სისუსტის მაჩვენებელი. გეშინიათ, სუსტები ხართ. იმიტომ, რომ მტყუანი ხართ ქვეყნის და ერის წინაშე.
მივმართავ საჯარო მოხელეებს, რაც არ უნდა დაგაშინონ და შეგაშინონ, ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით. ვინც არ უნდა მოგთხოვონ სამსახურიდან წასვლაზე განცხადების დაწერა, არ დაწეროთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისივე განცხადებით, პარლამენტში მყოფ დეპუტატებს იმ ადამიანების “ეშინიათ”, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.
„ჩვენი ინფორმაციით, ორშაბათს საკომიტეტო მოსმენა იგეგმება. პარლამენტში მყოფ დეპუტატებს ძალიან ეშინიათ გარეთ შეკრებილი ადამიანების და ფაქტობრივად, კონტრაქციას აწყობენ იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ბუნებრივად, ყოველგვარი “მარშრუტკებით” მოყვანის გარეშე, პროტესტს მართავენ. ეს არის რეალური შიში. ვაი, იმ ხელისუფლებას, რომელიც კონტრაქციას უწყობს საკუთარ მოქალაქეებს“, – განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაზე – როგორც ჩანს, იყო დავალება, ჩაესვათ ბიძინა ივანიშვილის სახელი, ძველი ინფორმაციებით ისარგებლეს და აბსოლუტური აბსურდი თქვეს საქართველოსთან დაკავშირებით

ბაკურ კვაშილავა – „ოცნებას“ 10-15-ჯერ მეტი თანხა ექნება ამოღებული, ვიდრე 20 მილიონია და ეს თანხა „შავ ანგარიშზე“ წავიდოდა, თორნიკე რიჟვაძემ კი შეუძლებელია არ იცოდეს, რომ არავინ მისცემს საშუალებას, ჩამოვიდეს და მედიას ელაპარაკოს