“მივმართავ გენერალურ პროკურორს – ბატონო გიორგი… მაინტერესებს – ვინ გჯობნით ქვეყნის მთავარო პროკურორო, რომ არ გაჭერინებთ ჩემი შვილის მკვლელებს, ვინ გაჯობათ?”

“მივმართავ გენერალურ პროკურორს – ბატონო გიორგი, ერთხელ ხომ გადამირჩინეთ ჩემი შვილის მკვლელობის საქმე, რომ არ განადგურებულიყო თერჯოლის პოლიციელების მიერ, ახლა მაინტერესებს – ვინ გჯობნით ქვეყნის მთავარო პროკურორო, რომ არ გაჭერინებთ ჩემი შვილის მკვლელებს, ვინ გაჯობათ?
მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც ჩემი შვილის ცხედარი დამიგდეთ და სამი დღე მაძებნინეთ, ისე ნახავთ ჩემს სხეულს დაგდებულს სამხარაულის პოლიციასთან. ერთ კვირას გაძლევთ დროს, რომ დაიჭიროთ ჩემი შვილის მკვლელები. წელიწადნახევარია სამართალს დავეძებ გამწარებული დედა – თემო ხადურის დედა და ჯერ კიდევ ვერ ვიპოვე. ჯერ კიდევ დაუსჯელი დადიან ჩემი შვილის მკვლელები. საქმე გამოძიებულია – რას ელოდებით?” [ტვ პირველი] | ამბობს 23 წლის თემურ ხადურის დედა, ნინო გვიშიანი.
🔴 ხადურის ცხედარი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, 2024 წლის 28 აგვისტოს, მდინარე წაჩხურას კალაპოტში ადგილობრივებმა იპოვეს. ამ დროს გვარაკიძე იმერეთის საოლქო პროკურორი იყო. დედა ამბობს, რომ მისი შვილი ქუთაისი – თერჯოლის მაგისტრალზე, პოლიციის დევნის შედეგად დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – რუსეთ-უკრაინა ჩემი პრიორიტეტების სიაში ძალიან მაღალ ადგილზეა – პუტინსა და ზელენსკის შორის დიდი სიძულვილია, მე ხან ერთს ვადანაშაულებ, ხან მეორეს, მაგრამ, მჯერა, მშვიდობის მიღწევა მოხდება

ქეთი მოლაშვილი: მოკლული შვილის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს. დედის დღეს.. მოკლული შვილის მკვლელობის გამოძიებას… არა დასჯას, დამუქრებას, გაბრაზებას, არამედ უბრალოდ გამოძიებას ითხოვს..