მივიღოთ გადაწყვეტილება და დავაბრუნოთ ეს ადამიანი იქ, სადაც უნდა იყოს – რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, იქ არის მისი ადგილი, ამ სიმძიმის დამნაშავე საქართველოს ძალიან ცოტა ჰყავს – სოზარ სუბარი სააკაშვილზე

მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრმა სოზარ სუბარმა, იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს პარლამენტში, სადაც დეპუტატები მას “მინისტრის საათის” ფორმატში უსმენენ, მიმართა, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში დააბრუნონ.
სოზარ სუბარის თქმით, სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობას არ უჩივის.
“სასწაული უკვე მოხდა, კახექსია დაამარცხა იმ კაცმა, დემენცია, ფსიქიკურ აშლილობათა მთელი სპექტრი. გასტროენტეროლოგიური დაავადება თუ რამე არსებობს, მთელმა საქართველომ ისწავლა ამ კაცის მაგალითზე. ჯანმრთელია დღეს და უკვე რევოლუციებს აანონსებს, პოლიტიკაში აქტიურად ერთვება. კარგად ვიცით, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები და მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, დავაბრუნოთ ეს ადამიანი იქ, სადაც უნდა იყოს – რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, იქ არის მისი ადგილი. ამ სიმძიმის დამნაშავე საქართველოში ძალიან ცოტა გვყავს და არც ჯანმრთელობას უჩივის, კარგად ვხედავთ მისი ყოველდღიური საეთერო გამოსვლებიდან თუ მუქარებიდან,” – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა” თავმჯდომარე სოზარ სუბარი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო რუბიოს განცხადება USAID-ის გაუქმების შესახებ, აღიარებაა იმ პრობლემისა, რაზეც საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში საუბრობდა და რის გამოც მას დემოკრატიის მტრად აცხადებდნენ – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ USAID-ის მიერ გამოყოფილი დაფინანსება გაუმჭვირვალე იყო

პრობლემა იმდენად ღრმა იყო, რომ საჭირო გახდა USAID-ის გაუქმება და ფინანსური ნაკადების სრულად ცენტრალიზება, ეს მიუთითებს სისტემურ ხარვეზებზე, სადაც თანხის მიზნობრიობა ფორმალურად არსებობდა, მაგრამ რეალური კონტროლი სუსტი იყო

მშვიდობით, ინვესტიციებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობით, ოჯახური და ტრადიციული ღირებულებებით, მართლმადიდებლობით, სუვერენიტეტით, პრაგმატულობით, განვითარებით ევროკავშირის “აღთქმულ მიწაზე” ვერ მოხვდებითო