“მივიღე ფორმა 100, სადაც დიაგნოზში წერია შემდეგი: ყვრიმალისა და ზედა ყბის ძვლების მოტეხილობა, მარჯვენა ყვრიმალ ზედა ყბის მოტეხილობა, ცხვირის ძვლის მოტეხილობა, ჭრილობა ცხვირის არეში”

მივიღე ფორმა 100, სადაც დიაგნოზში წერია შემდეგი: ყვრიმალისა და ზედა ყბის ძვლების მოტეხილობა, მარჯვენა ყვრიმალ ზედა ყბის მოტეხილობა, ცხვირის ძვლის მოტეხილობა, ჭრილობა ცხვირის არეში – ფიზიკური ტკივილი უკან დაიხევს, ავიტან ნაიარევს, გავაგრძელებ ბრძოლას! – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს წევრი ნინო კვიტაიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ის დაშავებულებსა და დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებს.

„მაშ ასე, მივიღე ფორმა 100, სადაც დიაგნოზში წერია შემდეგი: ყვრიმალისა და ზედა ყბის ძვლების მოტეხილობა, მარჯვენა ყვრიმალ ზედა ყბის მოტეხილობა, ცხვირის ძვლის მოტეხილობა, ჭრილობა ცხვირის არეში.

პირველ რიგში – მადლობა ასეთი დიდი მხარდაჭერისთვის, თითოეული გამამხნევებელი სიტყვისთვის. არ დაგიმალავთ და ეს ყველაზე სასიამოვნო ჩემი ყოფილი მოსწავლეებისგან იყო. და კი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რამხელა ძალა აქვს ამ მადლიან პროფესიას, რომ არც საჩინო ბარათაშვილზე გაკვეთილს, არც ციხეში, მსჯავრდებული მოსწავლეებისთვის ნაჩვენებ ფილმს “მკვდარი პოეტების საზოგადოება” და არც მოსწავლეებთან ერთად შატალოზე წასვლას ჩაუვლია უკვალოდ.

ფიზიკური ტკივილი უკან დაიხევს, ავიტან ნაიარევს, გავაგრძელებ ბრძოლას.

გამოძიება კი – დუმს.

ჩემს ირგვლივ თავი ძალიან შეირცხვინეს(თ), მაგრამ ჩემთან შერცხვენას არა უშავს შვილების, ქვეყნის, ერისა და ისტორიის წინაშე…

ჩემი სოლიდარობა ყველა დაშავებულს, თავისუფლებისთვის ნაწამებ ყველა პოლიტპატიმარს. ჩემი მადლიერება და სოლიდარობა ყველა ჟურნალისტსა და ოპერატორს. ჩემი სოლიდარობა ყველა დაშავებულ პატრიოტ მოქალაქეს. გამარჯვება გარდაუვალია!“ – წერს კვიტაიშვილი.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნინო კვიტაიშვილს “ტიტუშკის” მიერ ნასროლი, ალესილი შუშის ბოთლი მოხვდა სახეში, რის გამოც ოპერაცია დასჭირდა.

როგორც მელია აღნიშნავდა, საგამოძიებო უწყება ამ ფაქტის გამოძიებას არ იწყებდა, მიუხედავად იმისა, რომ მისივე ინფორმაციით, კონკრეტული დამნაშავე იდენტიფიცირებული იყო.