“მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ” – ლევან კობიაშვილის განცხადება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადაცემაში “სპორტი იმედზე” სანაკრებო 2025 წელი შეაფასა.
კობიაშვილის თქმით, ქართული ფეხბურთისთვის წლის პირველი ნახევარი წარმატებული იყო, თუმცა მეორე ნახევარი სრული იმედგაცრუება აღმოჩნდა.
“იყო 2 ნაწილი ქართული ფეხბურთისთვის: წლის პირველი ნახევარი, რომელიც კარგად დავიწყეთ და მეორე ნახევარი სრული იმედგაცრუება. მოგვიწევს რაღაცებზე ფიქრი, რაღაცების შეცვლა.
თუ ვინმეს სურს, გარედან სიტუაციის დაძაბვა, ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, რა ურთიერთობაა შეკრებაზე, გასახდელში… არანაირი პრობლემა არ არსებობს, მაგრამ ცხადია ისმის კითხვა: მაშინ რა არის პრობლემა? პრობლემა ბევრი რამეა.
გასაგებია, რომ ძლიერ ჯგუფში ვიყავით, თუმცა ჩვენც საკმაოდ ძლიერი გუნდი ვართ. თამაში შეიძლება წააგო, თუმცა ის, რაც ჩვენ მოედანზე ვაჩვენეთ, ეს არ არის ჩვენი გუნდი და ის, რითაც ვამაყობთ. ყველა წაგება მტკივნეულია, თუმცა განსაკუთრებული ტკივილი იყო ესპანეთში რომ წავაგეთ. ასეთი უსუსური ჩვენი ნაკრები დიდი ხანია არ მინახავს. სამწუხაროდ, მართლა. ეს არ იყო ის გუნდი, რომელიც 1 წლის წინ ევროპის ჩემპიონატზე იგივე ესპანეთს ეთამაშა.
ჩემთვის ყველაზე მთავარი ისაა, მშიერები რომ ვართ, აღარ ჩანდა. მშიერები შედეგის, წარმატების მიმართ. ზოგიერთ მოთამაშეს ბრძოლა ჰქონდა საკუთარი თავის პრობლემებთან, იგივე თავიანთ კლუბებში, რაც ავტომატურად გადმოდის მოედანზე, ცეცხლანთებული არ იყვნენ.
ბოლო წლებში რა გზაც გამოვიარეთ, ერთ-ერთი მთავარი რგოლი ამ წარმატებაში ჩემთვის დაცვის ხაზი იყო, ფუნდამენტი კარგი შედეგის. შეტევაში რომ საოცარი ხარისხი გვაქვს ინდივიდუალური, ეგ ვიცით, მაგრამ მაგ დროსაც ჩემთვის მთავარი იყო დაცვაში სტაბილურობა. მოგებების ფონზე, შეიძლება გულშემატკივრები ამ პოზიციას ყურადღებას არ აქცევდნენ. ამ წლის მეორე ნახევარში დაცვის ხაზი ჩვენი სიძლიერე აღარ იყო. ასეთ დროს ანგარიშში სულ ჩამორჩენაში ხარ და გატანილი გოლები საკმარისი არაა.
ეს შედეგი დადგა იმიტომ, რომ რაღაცები არასწორად გავაკეთეთ, არ ვიშრომეთ ისე, როგორც მანამდე ვაკეთებდით. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ”, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
თურქების მეტოქეები გაირკვა – რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
“მისი შეფასება არაკორექტული იყო” – ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
“შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა” – ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
“ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს” – ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება