მივიღეთ გადაწყვეტილება „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის“ გაუქმების შესახებ

მივიღეთ გადაწყვეტილება „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის“ გაუქმების შესახებ
პარლამენტში ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმების ინიციატივას წარადგენენ. საკითხი ბიუროს სხდომაზე დღეს გავა.
ინფორმაცია პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააცნო. მისი თქმით, გადაწყვეტილება მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად არის მიღებული.
პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ორგანიზებით, ცხინვალის რეგიონში ჩატარდა არაკონსტიტუციური , რომლის შედეგადაც გამოცხადდა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი“ და ჩამოყალიბდა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობა“. მისი შეფასებით, ამ ნაბიჯით იმჟამინდელმა ხელისუფლებამ სეპარატისტულ პროცესებს ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა და საბოლოო ჯამში ერთ-ერთ ხელშემწყობ გარემოებად იქცა 2008 წლის რუსული სამხედრო აგრესიისა და საქართველოს ისტორიული რეგიონის – სამაჩაბლოს ოკუპაციისთვის.
„დღევანდელი გადასახედიდან ნათელია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები იყო გარე ძალების გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილი, რომელშიც საქართველოს “შესაწირი პაიკის” როლი დაეკისრა. სააკაშვილის ხელით გატარებულმა პოლიტიკამ რეგიონში ვითარების ესკალაცია გამოიწვია და საბოლოოდ ქვეყანა ომამდე მიიყვანა. ამ ფონზე, საქართველოს პარლამენტის წევრებმა აღნიშნული გადაწყვეტილება შეაფასეს, როგორც უხეში ღალატი საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რაც აისახა კონსტიტუციურ სარჩელშიც, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ იმ ფონზე, როცა საქართველო წლებია მუშაობს არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ „სამხრეთ ოსეთის“ ტერმინის თუნდაც ირიბი გამოყენება იმთავითვე იყო კონსტიტუციის და ეროვნული ინტერესების ღალატი.
არავითარი „სამხრეთ ოსეთი“ ქართულ სამართლებრივ თუ პოლიტიკურ სივრცეში არ არსებობს. შესაბამისად, მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის“ გაუქმების შესახებ. აქვე, ხაზი უნდა გაესვას, რომ ფუნქციონირებას განაგრძობენ ახალგორის, ქურთის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტები, რომლებიც კონსტიტუციის სრული დაცვით აირჩიეს 2006 წელს. ეს მუნიციპალიტეტები არის ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული და მოქმედი ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში და ამით, საქართველოს სამართლებრივი და კონსტიტუციური ჩარჩოს ერთადერთი კანონიერი გაგრძელება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბრიუსელისგან მხარდაჭერილ პოლიტიკოსებს და „ალტ-ინფოს“ აქვთ ერთი ქსენოფობიური ხაზი – ბრიუსელი ღირებულებით ჩიხში აღმოჩნდა, მისი მფარველობის ქვეშ მყოფი ენჯეოები თუ პარტიები, მზად არიან, ქსენოფობიაც კი იარაღად გამოიყენონ

დიმიტრი სამხარაძე მიხაილო პოდოლიაკზე: გლობალურმა ომის პარტიამ ახლა გამოაგორა მისი განცხადებები, რომლებიც ერთი-ერთში ჰგავს საქართველოში მყოფი აგენტების ნარატივს! ზოგადად, მონობაზე და მარიონეტობაზე როდესაც არის საუბარი, ყველაზე მთავარი მანქურთიზაციის მაგალითი, ზელენსკის მთავრობაა!

საქართველოს ევროინტეგრაცია ,,დე ფაქტო” ცალმხრივად შეჩერდა ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის განცხადებით, შესაბამისად, რადიკალური აქციები დეზინფორმაციას ეფუძნებოდა – მეექვსე დღეა, ევროკავშირის ელჩი არ პასუხობს შეკითხვას, რატომ შეიყვანეს საზოგადოება შეცდომაში