მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 10 000 ლარი გადაეცემა იმ ადამიანებს, ვისაც 100 და მეტი წელი შეუსრულდება – კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 100 და მეტი ასაკის თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის ჯილდო გაათმაგდა და 10 ათასი ლარს შეადგენს.
ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„როდესაც ადამიანს უსრულდებოდა 100 წელი, დედაქალაქის მერია მას გადასცემდა ჯილდოს ათასი ლარის სახით. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯილდო ათჯერ გაიზრდება და 10 ათასი ლარი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც 100 და მეტი წელი შეუსრულდება. გასულ წელს 57 ადამიანს ჩაერიცხა თანხა, აქედან 23-ს შეუსრულდა 100 წელი და 34-ს კი 101 და მეტი. მინდა ამ ადამიანებს, პირველ რიგში, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო. ჯილდოს მისაღებად, მოქალაქემ ან მისმა წარმომადგენლებმა თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართონ. განცხადებას თან უნდა ერთოდეს 100 წელს მიღწეული მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისში უწყვეტი რეგისტრაციის შესახებ სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი. იმ ხანდაზმულებს, რომლებმაც 2025 წლამდე აღნიშნული პროგრამით უკვე ისარგებლეს, განცხადების დაწერა აღარ მოუწევთ და ბენეფიტი პირდაპირ ჩაერიცხებათ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას