მივიღეთ გადაწყვეტილება, მთელი ჩვენი არტილერია უკრაინას გადავცეთ – დანიის პრემიერი

დანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მთელი თავისი არტილერია ს გადასცეს, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა მიუნხენში უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენციაზე განაცხადა.
ფრედერიკსენმა ასევე მოუწოდა ევროპის სხვა ქვეყნებს, გადასცენ თავიანთი საბრძოლო მასალები უკრაინას.
„მაგრამ უკრაინა ჩვენგან საბრძოლო მასალას და არტილერიას ახლა ითხოვს. გადავწყვიტეთ, მთელი ჩვენი არტილერია უკრაინას გადავცეთ. ამიტომ, მაპატიეთ, მეგობრებო, ევროპაში არის სამხედრო ტექნიკა, ეს არ არის მხოლოდ წარმოების საკითხი. ჩვენ გვაქვს იარაღი, საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც ჯერ არ ვიყენებთ, ისინი უნდა გადავცეთ უკრაინას“, – აღნიშნა დანიის პრემიერმა.