მივესალმები “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” განცხადებას იმის შესახებ, რომ ისინი ამზადებენ შესაბამის მასალებს სააკაშვილის, გახარიას, გვარამიას, მელიას და სხვა მათ მაგვარი ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართული პოლიტიკოსების წინააღმდეგ

მივესალმები “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” განცხადებას იმის შესახებ, რომ ისინი ამზადებენ შესაბამის მასალებს სააკაშვილის, გახარიას, გვარამიას, მელიას და სხვა მათ მაგვარი ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართული პოლიტიკოსების წინააღმდეგ
ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, ორგანიზაცია გეგმავს, ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართული პოლიტიკოსების წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი უახლოეს დღეებში წარადგინოს.
გვენეტაძის განცხადებით, პოლიტიკოსები, რომლებიც “დიფ სთეითს” ემსახურებიან, მზად არიან, განადგურდეს საქართველო, რომელიც მათ არა სამშობლოდ, არამედ ფულის საშოვნელ და გამოსაყენებელ ასპარეზად მიაჩნიათ. შესაბამისად, ექსპერტი, “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ინიციატივას მიესალმება.
“სამოქალაქო განათლების ლექსიკონი მიხედვით – “ჯაშუში არის პირი, რომელიც მტრის დაკავებულ ტერიტორიაზე ფარულად მოქმედებს და ცდილობს, შეაგროვოს ცნობები საომარ მოქმედებათა რაიონში, რათა ისინი გადასცეს თავის მხარეს”.
საქართველოში “ჯაშუშის” ეს განმარტება უკუღმა ჰქონდათ და აქვთ გაგებული აქაურ უსამშობლო პოლიტიკოსებს . მაგალითად სააკაშვილებს, გვარამიებს, მელიებს, მელიებს, ჭიჭე ვაშაძეებს, ნათელაშვილებს…. რომლებიც სამწუხაროდ დაბადებული საქართველოში არიან, საქართველოში ცხოვრობენ, საქართველოს ჰაერს სუნთქავენ, ქართულ ღვინოს ცეცხლავენ, ქართულად ლაპარაკობენ, მაგრამ ფულის გამო წლების განმავლობაში საქართველო თავის სამშობლოდ კი არა მტრად მიაჩნიათ და აქედან აწვდიან ცნობებს უცხო ძალებს, რათა ქვეყანა ჩართონ მიმდინარე ომში და გაანადგურონ მათთვის ერთ დროს სამშობლოდ წოდებული ადგილი, ხოლო მათი ე.წ. პოლიტიკოსებად ქცევის შემდეგ, კი მათთვის მხოლოდ და მხოლოდ ფულის საშოვნელი და გამოსაყენებელი ასპარეზი.
ამიტომაც ამ კატეგორიის პოლიტიკოსებისათვის “ჯაშუში” შემდეგნაირად განიმარტება-“პირი, რომელიც ფულის სანაცვლოდ საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ წლების მანძილზე აგროვებს ცნობებს და გადასცემს “დიფ სთეითს” მამებს, რათა მათ თავის მხრივ პირისაგან მიწისა აღგავონ ის ადგილი, სადაც თავად დაიბადნენ, იავნანა მოისმინეს, ფეხი აიდგეს, ლაპარაკი ისწავლეს, მაგრამ შემდეგ “ხელის ჭუჭყის” უსაზღვრო სიყვარულისა და აქ მცხოვრები ხალხის უსაზღვრო სიძულვილის გამო ამ ქვეყნისავე მტრებად იქცნენ”.
აქედან გამომდინარე მივესალმები “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” განცხადებას იმის შესახებ, რომ – ისინი ამზადებენ შესაბამის მასალებს სააკაშვილის, გახარიას, გვარამიას, მელიას და სხვა მათ მაგვარი ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართული პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომელსაც შეიტანენ საქართველოს პროკურატურაში შესაბამისი რეაგირებისათვის.

ასევე დაგაინტერესებთ

აღშფოთებულნი რომ არიან დღეს ვიღაცები, ისინი ამ პროტესტში მონაწილეობენ გახარიას მხარდამხარ, რომელმაც გამოიყენა რეზინის ტყვიები და 7 ადამიანს დარჩა მძიმე კვალი ჯანმრთელობაზე, საიდანაც ორმა თვალი დაკარგა, ესეც ხომ ფარისევლობაა

ერთადერთი, ვინც პარლამენტს ლეგიტიმაციას ანიჭებს, ეს არის ქართველი ხალხი, არც ვიღაც ბრიუსელის ჩინოვნიკი და არც რადიკალური ოპოზიცია საქართველოში, არ შეიძლება, ქართველი ხალხი ვიღაც სააკაშვილმა, გვარამიამ, გახარიამ და ხაზარაძემ ჩატოვონ საბოტაჟის რეჟიმში

არც ერთი „ნაცი“ არც ერთ თანამდებობაზე გულისხმობს მათ შორის იმასაც, რომ არც ერთ „ნაცს“ არ უნდა ერქვას საქართველოს პარლამენტის წევრი, დიდი იმედი მაქვს, გახარიას პარტიასაც მოუწევს საპარლამენტო მანდატების დატოვება