მივესალმებით ივანიშვილის სანქცირებას, დამატებითი სანქციებია საჭირო – კონგრესმენები, კონოლი და ტერნერი

კონგრესმენები, დემოკრატი ჯერი კონოლი და რესპუბლიკელი მაიკ ტერნერი მიესალმებიან პრეზიდენტ ს გადაწყვეტილებას, სანქციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს.
„მივესალმებით ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის“, – წერენ კონგრესმენები 3 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ჯერი კონოლი ნატოს საპარლამენტო ასამლეის ყოფილი პრეზიდენტია, მაიკ ტერნერი კი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში -ის დელეგაციის ხელმძღვანელი, ამავე დროს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელი. ტერნერი არჩეული პრეზიდენტის, ს მოკავშირე და მხარდამჭერია.
„ივანიშვილის დირექტივებით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო დააახლოვა ერთპარტიული ავტორიტარიზმის მოდელთან, – „უცხოეთის აგენტების“ კანონის მიღებით, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებითა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გაჩერებით“, – აცხადებენ კონგრესმენები.
მათი განცხადებით, „შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს პასუხისმგებლობის დაკისრება მათთვის, ვინც ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს ახშობს, მათ შორის დამატებითი სანქციებით“.
2024 წლის 27 დეკემბერს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა – უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) – სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს – „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს.
შტატების გადაწყვეტილების შედეგად, OFAC-ის განმარტებით, ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში ან არის აშშ-ის მოქალაქეთა მფლობელობაში, ან კონტროლში, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“.
28 დეკემბერს ამ გადაწყვეტილებას მიესალმა მაიკლ მაკკოლი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რესპუბლიკური პარტიიდან.
„მას და მის პარტიას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ საქართველოს ავტოკრატიაში ჩათრევისა და იმ ტრანსატლანტიკური მომავლისგან დაშორებისთვის, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს“, – განაცხადა მაიკლ მაკკოლმა.
3 იანვარსვე, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის კიდევ ორმა წევრმა, ჯო უილსონმა (რესპუბლიკელი) და სტივ კოენმა (დემოკრატი) განაცხადეს, რომ 119-ე მოწვევის კონგრესის პირველ სამუშაო დღესვე ხელახლა წარადგენენ „მეგობარი აქტს“ და პირველად წარადგენენ „ქართული კოშმარის მთავრობის არაღიარების აქტს“.
ჯო უილსონი „ჰელსინკის კომისიის“ თანათავმჯდომარეა, კოენი კი – ამავე კომისიის მაღალი რანგის წევრი.
სტივ კოენმა გაიმეორა, რომ „ქართული ოცნება იქცა ქართულ კოშმარად“. მისი კანონპროექტის თანახმად, შეერთებულმა შტატებმა არ უნდა აღიაროს 2024 წლის საპარლამენტო ს ოფიციალური შედეგები.
ფორუმი