მიდით შაბათს და ამ არარაობის მოწოდებას მიეცით ხმა. ოღონდ თუ მაინც გადავრჩი, ჩემზე წყენას არ ვიყოთ, რამეთუ გამარჯვებას, უსისხლო და მშვიდობიანს, წყალი არ გაუვა

მიდით შაბათს და ამ არარაობის მოწოდებას მიეცით ხმა. ოღონდ თუ მაინც გადავრჩი, ჩემზე წყენას არ ვიყოთ, რამეთუ გამარჯვებას, უსისხლო და მშვიდობიანს, წყალი არ გაუვა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ში მებრძოლის ქართველი მოხალისის მიერ გაჟღერებულ მუქარას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „ამ არაკაცს, უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისე, პარტია „ქართველთა ერთობის“ ლიდერ, ლადო გამსახურდიას პირადად ველოდები ჩემი სისხლის დასაღვრელად“- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ უსამშობლოების მხრიდან დისტანციური მუქარები მოსალოდნელი იყო. დავით ქართველიშვილის თქმით, მშვიდობიანი გამარჯვება გარდაუვალია, ყველა სხვა ქმედება კი – დასწრებაზეა.
„ამასაც ველოდებოდი – უსამშობლო არაკაცთა დისტანციურ მუქარებს. რევოლუციით დაშინება – ჯანდაბას, მაგრამ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ჩემი თავიც ჯანდაბას, ჩემს შვილიშვილებსაც სისხლით ემუქრება. აბა დავიჯერო, მოსაკლავად გამიმეტოს და ბავშვები დამინდოს? ამ არაკაცს, უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისე, პარტია „ქართველთა ერთობის“ ლიდერ, ვინმე ლადო გამსახურდიას პირადად ველოდები ჩემი სისხლის დასაღვრელად. რამეთუ გამარჯვებას, უსისხლო და მშვიდობიანს, წყალი არ გაუვა. ოღონდ ერთი პირობით, არ “დაზადნოს” და მიპოვოს. დანარჩენი – დასწრებაზეა. ახლა კი, ვინც იგულისხმება – იციან: მიდით შაბათს და ამ არარაობის მოწოდებას მიეცით ხმა. ოღონდ თუ მაინც გადავრჩი, ჩემზე წყენას არ ვიყოთ. “კიდევ სცადეთ”„- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

დილიდან თურმე ისტერიკაშია ნაცტელევიზიები, ხალხი მოჰყავთ რეგიონებიდანო, რა დაამშვიდებთ – მათი ხუთნომრიანი მთავარი პარტიაც კი იმდენ ხმას ვერ მიიღებს, რამდენი ადამიანიც იქნება დღეს აქციაზე!

როდესაც „ლელოს’’ მიყოლებით ტოვებენ ჩემი კოლეგები და მეგობრები, ვერ დავრჩები ამ მევახშისა და სპეკულანტის პარტიაში – ვტოვებ ხელმძღვანელის პოსტს, ასევე გავდივარ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ აჭარის უმაღლეს საბჭოს სიიდან