მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 80 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს – შსს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 80 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს“ – ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
„მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, ირანის, აზერბაიჯანის, ეგვიპტის, თურქმენეთის, პაკისტანის, უზბეკეთის, ნიგერიის, ბანგლადეშის, ისრაელის, ერაყის, იორდანიის, ნეპალის, კოტ-დივუარის, სუდანის, ტაჯიკეთის, ფილიპინებისა და შრი-ლანკის – ჯამში 80 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო