მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 21 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს – შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 21 მოქალაქის გაძევება განხორციელდა – ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველოდან გაძევებულ იქნა – თურქეთის, ს, ეგვიპტის, ირანის, თურქმენეთის, კოლუმბიის, ჩინეთის, ინდოეთის, იორდანიისა და ნიგერიის – ჯამში 21 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, საქართველოს აბსოლუტურად ყველაფერი აქვს შესრულებული, მაგრამ ასევე მოგეხსენებათ, რომ მეორე მხრიდან არის შეჩერებულია საუბრები გაფართოებასთან დაკავშირებით“ – ირაკლი კობახიძე