მიგრანტების ქარავანი ამერიკის საზღვრებს მიადგა

დონალდ ტრამპის -ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, 3000-კაციანი მიგრანტების ქარავანი ჩრდილოეთით მექსიკის საზღვრისკენ დაიძრა, რომლებიც აშშ-ს მიმართულებით მიემგზავრება. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.
დონალდ ტრამპმა, აწინასაარჩევნო კამპანიისას განაცხადა, რომ მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობას დაასრულებდა და საზღვარს დახურავდა.
მისი თქმით, გაპრეზიდენტების შემთხვევაში ის დაეხმარება ტეხასის შტატსაც, სადაც დამატებით რესურსებს განათავსებს.
„ტეხასს სრული მხარდაჭერა ექნება. მე განვათავსებ ყველა აუცილებელ სამხედრო და სამართალდამცავ რესურსს, რათა დავლუქოთ საზღვრის ბოლო სექცია. როგორც იცით, ჩვენ ავაგეთ 500 მილზე მეტი სიგრძის კედელი. თუმცა რასაც ისინი აკეთებენ, წარმოუდგენელია. ვერავინ ხსნის, რატომ არის ეს ღია ჭრილობა კარგი ჩვენი ქვეყნისთვის, თუნდაც პოლიტიკურად. ლათინოამერიკელთა ხმების წყალობით, ჩვენ დემოკრატიულ პარტიაზე ბევრად უკეთესი მდგომარეობა გაქვს. ეს კარგია ჩვენთვის, თუმცა ვაპირებთ, დავლუქოთ საზღვარი, დავასრულოთ ის. წარმოუდგენელია, ტეხასის დახმარების გარეშე გავაძლიეროთ ჩვენი საზღვრის უსაფრთხოება. თაღლითი იბრძვის, რომ გაანადგუროს ტეხასის სასაზღვრო უსაფრთხოება. ისინი ჭრიან მავთულებს. მათ საზღვრების გახსნა სურთ“, – განაცხადა ტრამპმა რამდენიმე თვის წინ წინასაარჩევნო პროგრამის წარდგენისას.