“მიგრანტების პირველადი ნაკადი საქართველოს ტოვებს, მიზეზი ბინადრობის მოწმობაა” – თორნიკე სულაბერიძე

2023 წელს It სექტორში შემოსავლების 53%-ით, $784 მილიონამდე ზრდის ერთ-ერთ მიზეზად ICTA-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიგრანტების ეფექტს ასახელებს. როგორც თორნიკე სულაბერიძემ BMG-სთან აღნიშნა, საქართველოში შემოსულ საერთაშორისო კომპანიებს მიგრანტებიც მოჰყვნენ.