მიგრანტების კრიზისი ამერიკა-მექსიკის საზღვართან – ტეხასი დაუმორჩილებლობას აცხადებს და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ითვალისწინებს

რიო გრანდეს მდინარესთან დღეს იმაზე მეტი მავთულხლართია, ვიდრე ორშაბათს, როდესაც შტატების უზენაესმა სასამართლომ მათი მოხსნა ბრძანა. ტეხასის გუბერნატორი, გრეგ აბოტი, ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, აგრძელებს ამერიკა-მექსიკის საზღვრის გამაგრებას – არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად. სოციალურ ქსელში მისი გუშინდელი კომენტარი აშკარა დაუმორჩილებლობად იქნა აღქმული. რესპუბლიკელი წერს, რომ ტეხასი სამხრეთის საზღვრის დაცვას ნებისმიერ ფასად გააგრძელებს და ამ გზით აღუდგება ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შექმნილ სასაზღვრო კრიზისს.
რესპუბლიკელი გუბერნატორი იმ არგუმენტს ეყრდნობა, რომ, მხოლოდ დეკემბერში, ტეხასის საზღვრიდან -ში 300 ათასი მიგრანტი შევიდა. უპრეცედენტო ციფრების გამოა, რომ ფედერალური მთავრობის მიმართ ტეხასის დაუმორჩილებლობას კიდევ 25 შტატის გუბერნატორი უცხადებს სოლიდარობას. გასაკვირი არაა, რომ ყველა მათგანი რესპუბლიკელია. ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ “ეს ზომები აშშ-ის მოქალაქეებს ისტორიული მასშტაბის არალეგალური მიგრაციისგან იცავს, ისევე, როგორც – ქვეყანაში სასიკვდილო ნარკოტიკი “ფენტალინისა” თუ დანაშაულებრივი ჯგუფების შემოდინებისგან”. საიმიგრაციო კანონზე მსჯელობა სენატში უკვე დაწყებულია. თავად რესპუბლიკელებშიც აზრთა სხვადასხვაობაა.
” ამ დაპირისპირებაში შემთხვევითი სიტყვა არაა. ვიწროდ საიმიგრაციო საკითხი უკვე აშკარად პოლიტიკური საკითხია. რესპუბლიკელებისა და დემოკრატების დებატებს კაპიტოლიუმში, ჯერჯერობით, შედეგი ვერ მოჰყვა, რაც დემოკრატებს იმ მოსაზრებას უმყარებს, რომ ქაოსის უკან ტრამპი დგას. მმართველ პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ ოპონენტები სწორედ ყოფილი პრეზიდენტის დირექტივებს მიჰყვებიან და შეთანხმების ჩაშლა სურთ. ტრამპს არც დაუმალავს, რომ საიმიგრაციო კანონმდებლობაზე შეთანხმება სენატში დემოკრატების გამარჯვების ტოლფასი იქნებოდა.
ბაიდენის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფმა აბოტის წინააღმდეგ სასამართლოს იმ არგუმენტაციით მიმართა, რომ მავთულხლართები არაადამიანური ზომაა და იგი აზიანებს როგორც მიგრანტებს, ისე – თავად ამერიკელ მესაზღვრეებს. თუმცა, საიმიგრაციო პრობლემა რომ მოსაგვარებელია და ახალი ზომებია საპოვნელი, ეს თეთრ სახლში კარგად ესმით. ბაიდენისგან ახლა, ერთი მხრივ, ტეხასის დაუმორჩილებლობაზე პასუხს, მეორე მხრივ კი, მიგრაციის შესაჩერებელ ზომებს ელიან. თავად პრეზიდენტი ჯერ სენატის გადაწყვეტილებას ელის.
საარჩევნო წელიწადს ნებისმიერ საკითხს აქვს პოტენციალი, იქცეს პოლიტიკურ საკითხად. საიმიგრაციო კანონმდებლობა ამის ნათელი მაგალითია. ეს საკითხი რომ 2024 წელს შტატებში აქტუალობას არ დაკარგავს, ისიც მიუთითებს, რომ აიოვასა და ნიუ ჰემფშირში პირველადი გამარჯვება დონალდ ტრამპს ერგო, მეტწილად – სწორედ თავისი საიმიგრაციო შეხედულებების გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

თუ თავმოყვარეობა გააჩნიათ, პარლამენტში არ უნდა შემოვიდნენ, მაგრამ შემოვლენ, თავმოყვარეობა რომ ჰქონოდათ, ხალხისთვის ის ტყუილი არ უნდა ეკადრებინათ, რასაც არჩევნების 300 000 ხმიანი გაყალბება ჰქვია

“ლუსული” ნომრიანი მანქანით ისეირნა ზარქუამო – ეს მანქურთები, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები, რომლებიც რუსებს საქართველოში შემოუძღვნენ, ცდილობენ აქეთ დაგვესხან თავს და გამოგონილი სიგიჟეებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ!

არჩევნებს არა მხოლოდ ეუთო/ოდირის და დამკვირვებლების მხრიდან აქვს ლეგიტიმაცია, არამედ სახალხო ლეგიტიმაციაც აქვს, რომლის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს საპატრიარქოს და პირადად პატრიარქის პოზიცია