მიანმაში 2700-ს გადაჭარბა დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა

მიანმას მმართველმა სამხედრო ხუნტამ დღეს, 1 აპრილს, გამოაქვეყნა განახლებული მონაცემები, რომელთა თანახმად, 28 მარტს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 2719 ადამიანი, 4512 დაშავდა, 441 კი დაკარგულად ითვლება.
მიანმაში ერთკვირიანი გლოვაა.
სააგენტო AFP-ის ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ძლიერი სიცხე ართულებს. დღისით ჰაერის ტემპერატურა +40 გრადუსს აღწევს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მიანმაში დაავადებათა გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო სიტუაციის უმაღლესი დონე გამოაცხადა. ორგანიზაციას დაავადებათა აფეთქების აღსაკვეთად და პირველადი სამედიცინო მომსახურების აღსადგენად დაუყოვნებლივ სჭირდება 8 მილიონი დოლარი.
მიანმაში(ყოფილი ბირმა) 7,7 მაგნიტუდის დამანგრეველი 28 მარტს მოხდა.
ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ საგაინიდან ჩრდილო-დასავლეთით 16 კილომეტრში მდებარეობდა. პირველ ს კიდევ რამდენიმე ძლიერი ბიძგი მოჰყვა.
მიწისძვრამ მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია მეზობელ ტაილანდშიც. ბანგკოკში 19 ადამიანი დაიღუპა, 75 კი დაკარგულად ითვლება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბარამიძე რუსეთის პროკურატურის განცხადებაზე – დიდი პატივია, რუსების შიში მეტ-ნაკლებად 90-იანებში გადავლახე, როცა აფხაზეთში ვეომებოდი – კიევში ვიყავი ქართული ლეგიონის რიგით ჯარისკაცად, ამით მომავალშიც ვიამაყებ

შალვა პაპუაშვილი – ზოგიერთი ევროკომისრის მხრიდან ვხედავთ მცდელობებს, არ შეიმჩნიონ გეოგრაფია და შეხვედრები შავი ზღვის რეგიონის საკითხებზე მოაწყონ საქართველოს გარეშე, მაგრამ გეოგრაფიას ვერ დაამარცხებენ – შავი ზღვის კაბელი უპირველესად მათ ინტერესებშია