მიანმარში, მიწისძვრის შედეგად, მინიმუმ, 3 ადამიანი დაიღუპა – ტაილანდში, ჩამონგრეული კორპუსის ტერიტორიაზე 70 მუშას ეძებენ

მიანმარის ქალაქ ტაუნგუში მიწისძვრის შედეგად, მინიმუმ, სამი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემა თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქალაქში მდებარე მეჩეთი ნაწილობრივ ჩამოინგრა, რამაც მსხვერპლი გამოიწვია.
ამასთან, BBC-ის ცნობით, ტაივანის დედაქალაქ ბანგკოკში, სადაც მიწისძვრის შედეგად 30-სართულიანი მშენებარე კორპუსი ჩამოინგრა. ჩამონგრეული კორპუსის ტერიტორიაზე მშენებლობაზე დასაქმებულ 70 მუშას ეძებენ.
ცნობისთვის, მიანმარში 12 წუთის ინტერვალით ორი ძლიერი მოხდა. -ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდა იყო, მეორე კი – 6.4. ქვეყნის 6 რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიანმარში მომხდარი მიწისძვრის ბიძგებმა მეზობელ ტაილანდამდე და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთამდე მიაღწია. ტაილანდის ხელისუფლების ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ბანგკოკში 30-სართულიანი მშენებარე შენობა ჩამოინგრა. ტაილანდის მერიაში აცხადებენ, რომ დედაქალაქი სტიქიის ზონად გამოცხადდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი დათანხმდა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას, თუმცა არ იცის, ექნება თუ არა პუტინს გამბედაობა შეხვედრას დაესწროს