მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 471-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.
ამ დროისთვის, დაშავებულია 4 671 ადამიანი, 214 კი დაკარგულად ითვლება.
შეგახსენებთ, რომ მიანმარში მიწისძვრა 28 მარტს მოხდა. მიწისძვრა იგრძნობოდა ჩინეთსა და ტაილანდშიც.
