მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2 886 აღწევს

მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2 886-ს აღწევს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მიანმარის სახელმწიფო ადმინისტრაციის საბჭოს ცნობით, ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 4 639-მდე გაიზარდა, ხოლო 373 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
მიწისძვრის შედეგების აღმოსაფხვრელად და ადამიანების გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მმართველმა სამხედრო ხუტამ ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა.
შეგახსენებთ, პარასკევს, 28 მარტს, მიანმარში ორი ძლიერი მოხდა. -ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდა იყო, მეორე კი – 6.4. მიანმარში მომხდარი მიწისძვრის ბიძგებმა მეზობელ ტაილანდამდე და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთამდე მიაღწია. ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, სადაც დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად 30-სართულიანი მშენებარე შენობა ჩამოინგრა, დაღუპულთა რაოდენობა 21-ს აღწევს, ნანგრევების ქვეშ კი ათობით მუშა რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

გელა მთივლიშვილი: ხომ წარმოუდგენელია, რუსულმა რეჟიმმა, რომელიც კორუფციაში იხრჩობა და მიტაცებული აქვს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ნებართვა გასცეს საკუთარი დანაშაულების მხილებაზე, რომ კი, მილიონები მოვიპარე

გიგი უგულავა – „ოცნებას“ ძალიან უნდა შეგვათრიოს ადგილობრივ არჩევნებში, შესაბამისად, უნდა დავტესტოთ რამდენად დიდია მათი სურვილი, რისი დამთმობები არიან – დრომ და სიტუაციამ მოიტანა, რომ კომპლექსური საგზაო რუკა უნდა დავდოთ