მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 700-მდე გაიზარდა, ჯანმო დაზარალებულების დასახმარებლად 8 მილიონს ითხოვს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, სასწრაფოდ ესაჭიროება 8 მილიონი დოლარი მიანმარში მიწისძვრის დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გაერო-ს სააგენტოს განმარტებით, ის რეაგირებს გადაუდებელი აქტივაციის უმაღლეს დონეზე და საჭიროა შემოწირულებები დაშავებული მოქალაქეების სამკურნალოდ, დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად და არსებითი ჯანმრთელობის სერვისების აღდგენისთვის.
მიანმარის სამხედრო ლიდერებმა დაადასტურეს, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 1 700 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი უგზო-უკვლოდ დაკარგულია. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
შეგახსენებთ, მიანმარში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის პარასკევს მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბარამიძე რუსეთის პროკურატურის განცხადებაზე – დიდი პატივია, რუსების შიში მეტ-ნაკლებად 90-იანებში გადავლახე, როცა აფხაზეთში ვეომებოდი – კიევში ვიყავი ქართული ლეგიონის რიგით ჯარისკაცად, ამით მომავალშიც ვიამაყებ

შალვა პაპუაშვილი – ზოგიერთი ევროკომისრის მხრიდან ვხედავთ მცდელობებს, არ შეიმჩნიონ გეოგრაფია და შეხვედრები შავი ზღვის რეგიონის საკითხებზე მოაწყონ საქართველოს გარეშე, მაგრამ გეოგრაფიას ვერ დაამარცხებენ – შავი ზღვის კაბელი უპირველესად მათ ინტერესებშია