მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 600-ს აჭარბებს, ბანგკოკში კი მსხვერპლი 17-მდე გაიზარდა

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობების ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად სამაშველო სამუშაოები გრძელდება, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ცათამბჯენის ჩამონგრევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 83 კი დაკარგულად ითვლება.
სამაშველო სამუშაოებს მაძებარი ძაღლებისა და რობოტების დახმარებით აწარმოებენ.
რაც შეეხება მიანმარს, სადაც მ მასობრივი განადგურება გამოიწვია, ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა დადასტურებული რაოდენობა 1 600-ს აჭარბებს.
შეგახსენებთ, პარასკევს მიანმარში ორი ძლიერი მოხდა. -ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდა იყო, მეორე კი – 6.4. ქვეყნის 6 რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიანმარში მომხდარი მიწისძვრის ბიძგებმა მეზობელ ტაილანდამდე და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთამდე მიაღწია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბარამიძე რუსეთის პროკურატურის განცხადებაზე – დიდი პატივია, რუსების შიში მეტ-ნაკლებად 90-იანებში გადავლახე, როცა აფხაზეთში ვეომებოდი – კიევში ვიყავი ქართული ლეგიონის რიგით ჯარისკაცად, ამით მომავალშიც ვიამაყებ

შალვა პაპუაშვილი – ზოგიერთი ევროკომისრის მხრიდან ვხედავთ მცდელობებს, არ შეიმჩნიონ გეოგრაფია და შეხვედრები შავი ზღვის რეგიონის საკითხებზე მოაწყონ საქართველოს გარეშე, მაგრამ გეოგრაფიას ვერ დაამარცხებენ – შავი ზღვის კაბელი უპირველესად მათ ინტერესებშია