მიანმარში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო, ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა

მიანმარში, სადაც დამანგრეველმა მ ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაღუპულთა ხსოვნას დღეს წუთიერი დუმილით პატივი ადგილობრივი დროით 12:51 საათზე, ზუსტად იმ დროს მიაგეს, როდესაც პარასკევს მოხდა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ამასთან, მიანმარის მმართველი სამხედრო ხუნტამ ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა.
მიწისძვრის შედეგების აღმოსაფხვრელად და ადამიანების გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. სამაშველო დახმარება მთელი მსოფლიოდან მოიწვიეს, მათ შორის ჯგუფები დან, ჩინეთიდან და შეერთებული შტატებიდან.
შეგახსენებთ, ოფიციალური მონაცემებით, მიანმარში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 000-ს გადააჭარბა, დაკარგულად ითვლება ათასობით ადამიანი. ამასთან, ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, სადაც მიწისძვრის ბიძგებმა მიაღწია, ჩამონგრეული მშენებარე ცათამბჯენის ნანგრევების ქვეშ ათობით მუშა რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბარამიძე რუსეთის პროკურატურის განცხადებაზე – დიდი პატივია, რუსების შიში მეტ-ნაკლებად 90-იანებში გადავლახე, როცა აფხაზეთში ვეომებოდი – კიევში ვიყავი ქართული ლეგიონის რიგით ჯარისკაცად, ამით მომავალშიც ვიამაყებ

შალვა პაპუაშვილი – ზოგიერთი ევროკომისრის მხრიდან ვხედავთ მცდელობებს, არ შეიმჩნიონ გეოგრაფია და შეხვედრები შავი ზღვის რეგიონის საკითხებზე მოაწყონ საქართველოს გარეშე, მაგრამ გეოგრაფიას ვერ დაამარცხებენ – შავი ზღვის კაბელი უპირველესად მათ ინტერესებშია