მიანმარის ხუნტა ჰუმანიტარული ნიშნით 9652 პატიმარს გაათავისუფლებს

მიანმარის ხუნტა ჰუმანიტარული ნიშნით 9652 პატიმარს გაათავისუფლებს, – ამის შესახებ ინფორმაციას მიანმარის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიანმარის სამხედრო მთავრობა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად 9652 პატიმარს, მათ შორის 114 უცხოელს, გაათავისუფლებს.
„სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით და ჰუმანიტარული ნიშნით, 114 უცხოელი პატიმრის შეწყალება და მათი დეპორტაცია მოხდება“, – განაცხადა მიანმარის სამხედრო ხუნტამ.
პატიმრობაში რჩება ნობელის პრემიის ლაურეატი და მიანმარის ყოფილი ლიდერი, აუნ სან სუ ჩი.
შეგახსენებთ, რომ მიანმარში 2021 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ სამხედროებმა აუნ სან სუ ჩის მთავრობა ჩამოაგდეს და ქვეყანაში სამხედრო მმართველობა დაამყარეს.

ასევე დაგაინტერესებთ