მიანმარის ხუნტა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეებითა და ყოფილი სამხედროებით დაკომპლექტებულ ქვედანაყოფებს შექმნის

მიანმარის ხუნტა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეებითა და ყოფილი სამხედროებით დაკომპლექტებულ ქვედანაყოფებს შექმნის.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, ბოლოს დროს აჯანყებულებსა და ხუნტას შორის გახშირებული შეტაკებების ფონზე, მიანმარის ხუნტამ საჯარო მოსამსახურეებსა და სამხედრო გამოცდილების მქონე ადამიანებს უბრძანა, რომ საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში სხვადასხვა სახის ქვედანაყოფებში მსახურებისთვის მოემზადონ. მიანმარის ხუნტის ადმინისტრაციული საბჭოს მდივანმა დედაქალაქ ნაიფიიდოში, ტინ მაუნგ სვემ განაცხადა, რომ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისთვის შესაბამისი ქვედანაყოფები შეიქმნება.
„საჭიროების შემთხვევაში, ასეთ დანაყოფებს შეიძლება სტიქიურ უბედურებებთან და უსაფრთხოების გამოწვევებთან ბრძოლა დაევალოთ“, – განაცხადა ტინ მაუნგ სვემ.
შეგახსენებთ, რომ მიანმარში 2021 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ სამხედროებმა აუნ სან სუ ჩის მთავრობა ჩამოაგდეს და ქვეყანაში სამხედრო მმართველობა დაამყარეს.