მთლიანობაში ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლებმა 102%-ს გადააჭარბა, რაზეც, რა თქმა უნდა, ყურადღება არ გამახვილებულა -პოლიტიკოსების მოტივი არა სიმართლის და მიზეზის გარკვევა, არამედ აჟიოტაჟის და ცრუ განგაშის ატეხაა

მთლიანობაში ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლებმა 102%-ს გადააჭარბა, რაზეც, რა თქმა უნდა, ყურადღება არ გამახვილებულა -პოლიტიკოსების მოტივი არა სიმართლის და მიზეზის გარკვევა, არამედ აჟიოტაჟის და ცრუ განგაშის ატეხაა
ცოტა ცინიზმია, ან/და სხვა შეგნებული დეზინფორმაცია, როცა მოგების გადასახადის შემცირებაზე ვსაუბრობთ და მიზეზებს არ ვიკვლევთ. მაშინ, როდესაც ჯერ არ ვიცით რეინვესტირების მაჩვენებელი როგორი იყო პირველ კვარტალში. იქნებ დაგვეცადა და გვენახა ხომ არ არის რეინვესტირების მაჩვენებელი გაზრდილი? – წერს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, ოთარ ანგურიძე, 2025 წლის იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის საპროგნოზო შემოსავლებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, კანონმდებლობით მოგების გადასახადით არ იბეგრება რეინვესტირებული მოგება, შესაბამისად, პოლიტიკოსების მოტივი არ სიმართლის და მიზეზის გარკვევა, არამედ აჟიოტაჟი და ცრუ განგაშის ატეხაა.
ანგურიძე ასევე აღნიშნავს, რომ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მთლიანობაში ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლებმა 102%-ს გადააჭარბა, რაზეც, რა თქმა უნდა, ყურადღება არ გამახვილებულა, არც სტატიაში და არც პოლიტიკოსთა შეფასებებში. “ცოტა ცინიზმია, ან/და სხვა შეგნებული დეზინფორმაცია, როცა მოგების გადასახადის შემცირებაზე ვსაუბრობთ და მიზეზებს არ ვიკვლევთ. მაშინ, როდესაც ჯერ არ ვიცით რეინვესტირების მაჩვენებელი როგორი იყო პირველ კვარტალში. იქნებ დაგვეცადა და გვენახა ხომ არ არის რეინვესტირების მაჩვენებელი გაზრდილი? ჩვენი კანონმდებლობით მოგების გადასახადით არ იბეგრება რეინვესტირებული მოგება. შესაბამისად, პოლიტიკოსების მოტივი არ სიმართლის და მიზეზის გარკვევა, არამედ აჟიოტაჟი და ცრუ განგაშის ატეხაა.
ასეთი ხომ წარსულშიც არაერთი ყოფილა. მითუმეტეს, როდესაც საუბარია მოგების გადასახადის თითქმის 97%-იან შესრულებაზე. ასევე, საუბარია აქციზიდან მიღებული შემოსავლების შემცირებაზე და ამ დროს ეს ის ხალხია, რომელიც მუდმივად აქციზის გადასახადის შემცირებაზე საუბრობენ და დღეს აღმოჩნდა რომ სწორედ ამ გადასახადის გადახდა გახდა ეკონომიკური პრობლემების პარადიგმა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მთლიანობაში ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლებმა 102%-ს გადააჭარბა, რაზეც რა თქმა უნდა ყურადღება არ გამახვილებულა, არც სტატიაში და არც პოლიტიკოსთა შეფასებებში. რადგან მათი წარმატების იმედი მოსახლეობაში შიშისა და სახელმწიფოს მიმართ უნდობლობაზე გადის”,-წერს ოთარ ანგურიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

სასაკლაო არავის არ უნდა მოუწყო, არც ცოცხალ ლეგენდას და არც ჩვეულებრივ მოქალაქეს. მაგრამ რად გინდა, ამას ან ვერ გააგებინებ ან არ გაიგებენ ისინი, ვინც დღესაც უცხო ქვეყნის დროშებითა და კარნახით დარბიან ქუჩებში, ხოლო სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებზე ხმას არ იღებენ

ადამიანმა, რომელიც 2011 წლის 26 მაისს იქ იდგა, მომწერა, რომ კიდევ ერთი ადამიანი, ნოდარ ცხადაძე ზესტაფონიდან, ქაშვეთის ტერიტორიაზე ჩაქოლეს იმ ღამეს და მოწმეებიც გვყავს, რომლებიც ამას დაადასტურებენო – როგორც ჩანს, კიდევ ბევრი რამ გვაქვს შესასწავლი