„მთლად ნუ გაგიჟდებით და ნუ დაიწყებთ იმის მტკიცებას, რომ ფინანსურ სანქციებს კავშირი არა აქვს დეპოზიტების გადინებასთან“ – ცომაია თურნავას

„მთლად ნუ გაგიჟდებით და ნუ დაიწყებთ იმის მტკიცებას, რომ ფინანსურ სანქციებს კავშირი არა აქვს დეპოზიტების გადინებასთან“ – ასე მიმართავს სოციალურ ქსელ ფეისბუკში ეკონომისტი აკაკი ცომაია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას. მისი თქმით კონგრესი სენატთან ერთად ისეთ კანონს იღებს, რომ ფინანსური სანქციები დაეკისრება ბევრ ადამიანს.
,,ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პოლიტიკოსებს თურმე მოუწოდებს, რომ სპეკულაციებს შეეშვან და სანქციების თემა საფინანსო ბაზარს არ დაუკავშირონ. გარკვეული ტიპის სპეკულაციებს.
ქალბატონო ნათია, კონგრესი სენატთან ერთად ისეთ კანონს იღებს, რომ ფინანსური სანქციები დაეკისრება ბევრ ადამიანს. არ მაქვს მოლოდინი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ თქვენც იყოთ ან მოგვიანებით აღმოჩნდეთ ამ სიაში. თქვენ შეაჩერებთ დეპოზიტების გადინებას თუ
– დაიწყო დასანქცირების პროცესი
-მ და ევროკაავშირმა შეაჩერა დაფინანსება
– EBRD და სხვა ინსტიტუტები გავიდნენ ქვეყნიდან.
და თუ ვერ შეაჩერებთ, რა ხდება, ლარი არ უფასურდება? და ამ დროს რას შვრებით? კურსს იჭერთ? ფიქსირებულ რეჟიმზე გადაგყავთ? კაპიტალის მოძრაობაზე შეზღუდვებს აწესებთ? მონეტარულ პოლიტიკას ისე ამკაცრებთ, რომ დეპოზიტზე მაღალი სარგებლის მიღების წყურვილმა გადაწონოს ფულის დაკარგვის რისკი? ანუ ეკონომიკას ნაჯახით ჩეხავთ ლარის კურსის შესანარჩუნებლად თუ ლარი უფასურდება და უფასურდება, ფასები იმპორტზე იზრდება და ფასების დონე იზრდება და იზრდება? რომელ ვარიანტს ირჩევთ? რაც არ უნდა აირჩიო, კაპიტალის ქვეყნიდან გასვლა ძვირი დაუჯდება ქვეყანას.
ფინანსური სანქციები რომ ბევრ ადამიანს დაუწესდება, არ მოახდენს გავლენას ეს ფქტორი გადარიცხვების დაყოვნებაზე? სულ რამოდენიმე და თანაც ამერიკული ბანკებით რომ ვართ მიერთებული დანარჩენ მსოფლიოზე, ეს შუამავალი ბანკებ არ დაიწყებენ თითოეული ტრანზაქციის დეტალურ შემოწმებას? სხვა თემები რომ აღარ განვავრცო, ტრანზაქციების დაყოვნება , ანუ ფულის მოძრაობის დაყოვნება რას უზამს ეკონომიკურ აქტივობას?
ნუ აკავშირებთო, რომ გაიძახით, აი, როგორ არ დავაკავშიროთ? ახლა, მთლად ნუ გაგიჟდებით და ნუ დაიწყებთ იმის მტკიცებას, რომ ფინანსურ სანქციებს კავშირი არა აქვს დეპოზიტების გადინებასთან.”- წერს აკაკი ცომაია.