„მთის ჰაერივით გამჭვირვალე და ნაკადულივით კამკამა“ – ვანო ჩხარტიშვილზე

ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა დღეს განაცხადა: „აქსიომაა, რომ პოლიტიკოსებმა თავიანთი საქმე უნდა აკეთონ, ბიზნესმენებმა თავიანთი და არასამთავრობოებმა თავიანი, მაგრამ თითოეულის საქმიანობა რომ უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე, ესეც აქსიომაა… ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრობა ნიშნავს: მშვიდობას, სტაბილურობას და რა თქმა უნდა, ღიად და გამჭვირვალედ საქვეყნო საქმეების ერთად კეთებას“
მის ამ სიტყვებს დიდი რეზონანსი მოჰყვა, სოციალურ ქსელში წერენ, რომ ვინ, ვინ და ვანო ჩხარტიშვილმა გამჭვირვალეობაზე ხმა არ უნდა ამოიღოს, რადგან ის „შავი ფულისა“ და მაქინაციების დიდოსტატია. მას ანაბრებიც გაახსენეს – „ვანო, ანაბრები დააბრუნე, შე აფერისტო… ბაბუაჩემი შენს გამო, ნერვიულობით მოკვდა“
მის განცხადებას გამოეხმაურა ნიკა გვარამიაც: „თქვა მთის ჰაერივით გამჭვირვალემ და ნაკადულივით კამკამამ“

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…