,,მთის ტრასების სააგენტოს” დირექტორი- ქვეყანამ კიდევ ერთი დიდი გამარჯვება მოიპოვა

ქვეყანამ კიდევ ერთი დიდი გამარჯვება მოიპოვა- საერთაშორისო ტურნირების ჩატარებით დიდი პოტენციალი ეძლევა ქვეყანას, რათა მეტად წარმოჩინდეს მსოფლიო ასპარეზზე,- ამის შესახებ „მთის ტრასების სააგენტოს” დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, დაგეგმილი მსოფლიო თასები კვლავ უმაღლეს დონეზე ჩატარდება.
“საერთაშორისო ტურნირების ჩატარებით საკმაოდ დიდი პოტენციალი ეძლევა ქვეყანას, რომ უფრო მეტად წარმოჩინდეს მსოფლიო ასპარეზზე. ჩვენ ვაგრძელებთ მუდმივ სერიას, რომელიც წარმატებულად და ხარისხიანად ჩატარდება მომავალ წლებში. ეს კიდევ ერთი დიდი გამარჯვებაა ქვეყნისთვის, რომელიც საქართველომ
მოიპოვა”,- აღნიშნა ბურჭულაძემ.
შეგახსენებთ, ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS) მსოფლიო თასის დასკვნითი ეტაპი სკი კროსის დისციპლინაში გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ